მიცან და მენდე, მენდე და მიცან. ეს მე ვარ, მე ვარ - ქართული მიწა. ეს მე ვარ, ვისაც გაჩენის დღიდან არ გამერია ჭაღარა თმაში და მხრებით ვზიდე, მარტოკამ ვზიდე ამაყი მთები, ხმალი და ვაზი.
ტაძარი, ციხე, სამარის ლოდი, შენც კი გაგიშლი, მადლობა მითხარ, ვენახის ლერწით დალამბულ ლოგინს.
მკერდს დასაყრელი ფიფქი და მტვერი, ყანწი - პატარა სიცოცხლის მძიმეს და წერტილს კიდევ - ჯიქანი მტევნის.
გამტყდარ ოცნებას უძირო ტბებად, მოღერებული ჯეირნის ყელი, ზედ რომ ჩხავერის შხეფები წვეთავს.
რომ გვიან ისევ უღონო მომცე და დამიბრუნო დუმილით მაინც ის ბაგე - რითაც სამყაროს კოცნე.
მას დაცლის მაინც არდავიწყება, ჩუმად, ჩემს მკლავზე იძინებს ვაზი და ბროწეულის ხარხარი წყდება... |
პოეზიის გვერდი • • • |