მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7534 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ღმერთო! შენ დაამშვიდე ჩემი მამული,

ის არის სისხლით დანამული.

მან არ იცის - სიხარული როგორია!

უფალო! ჩემი ხვეწნა - ამბორია.


წინათ მას სდარაჯობდა ქალწული ნინო,

დღეს კი ქართველი სამშობლოში არი ულხინო!

ღმერთო! სად არი ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი!

სუსტი ვარ, მაგრამ მენატრება გმირების ხმალი!


მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი და - წმინდა.

როცა მხურვალეთ მომინდება მამულზე ლოცვა.

მაგრამ მე ვიცი, არ დაგვტოვებ უფალო ისთე -

რომ კიდევ ერთხელ არ მოვიდეს ახალი ქრისტე,


რომ კიდევ ერთხელ არ ვიხილოთ მტრის მორჩილობა

და სიხარულით შევიხვიოთ მკერდის ჭრილობა,

ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო,

მე აღარ ვიცი როგორ გითხრა, როგორ მოგმართო!


ქვეყნიერების სიხარული როცა იწყება,

მე მეშინია საქართველოს გადავიწყება.

უფალო! შენ ხარ ქვეყნის მეფე, ქვეყნის მართველი,

დიდი ხანია შენს წინაშე იწვის ქართველი!


და ჩვენი ლოცვა დღეს სხვა ლოცვას აღარ ედრება,

უკანასკნელი გავიგონე ღმერთო ვედრება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ