უკვდავებამდე როს დარჩება ორი ნაბიჯი, სულის ყივილი როს გადადის მიწის ძახილში,
როცა გაწყდება, სამი იმედი განათდება უკანასკნელად.
ალერსი მიწის, ბოლოს ეს არი შთაგონება და მგოსნის ფიცი.
უმალ ენთება, ოდეს ქართული მიწა გულზე გადაეყრება.
ღვართქაფიც მოდის, ახალ ლექსებით იფურცლება სამარის ლოდი.
ოდეს გაჩნდება, მაშინ დაიწყებს უკვდავება გამოსარჩლებას.
მიწა მშობელი. და სამარიდან ამხეთქავს საგალობელი...
ლექსად დამწვარი, მერე რა მიწა, ვაჟას პერანგ- გამონაცვალი.
ანთებულ მგოსანს, როცა საფლავშიც არ თავდება მამულზე ლოცვა... |
პოეზიის გვერდი • • • |