მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3092 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

არ შეიძლება - ხმალი ულესი, -

ნაღდი ქართველის ხელში არ ჭრიდეს!

არ შეიძლება - დამთავრდე ლექსად

და საქართველოს აღარ დასჭირდე!


არ შეიძლება სიკვდილზე მაღლა

არ აყენებდე ლექსზე ოცნებებს!

არ შეიძლება - ჩახვიდე საფლავს

და ბალახებად არ აღმოცენდე!


არ შეიძლება - ვენახის ფესვი

მიწამ დაალპოს და ცეცხლმა დასწვას!

არ შეიძლება - რომ დათვრე ლექსით

და არ გეჩვენოს სოცოცხლე ასად!


არ შეიძლება - სიმღერის მეხი

რომ არ გიმტვრევდეს შენ კუბოს ფიცარს!

არ შეიძლება - გათელო ფეხით

და არ მოგიზღოს ძლიერმა მიწამ!


არ შეიძლება - ალალი გლეხი

არ აატიროს დაღვრემილმა სისხლმა!

არ შეიძლება - თელავდე ფეხით

და მარად ცოცხლად დაგტოვოს მიწამ!


არ შეიძლება - მამულმა გიხმოს

და არ გაუხდე მამულს მემშვილდედ!

არ შეიძლება - ქართველი იყო

და საქართველოს მტრებთან შეშინდე!


არ შეიძლება - ხალხს მხარში ედგე

და დავიწყების დაგფაროს ტალღამ!

არ შეიძლება - სიკვდილის შემდეგ

სულ სხვა სიცოცხლე არ იყოს მაღლა!


არ შეიძლება - ქართულმა ელვამ

არ გადიხანძროს უკუნი ბნელი!..

არ შეიძლება - ქართული ენა

მოკვდეს, - დაეცეს ქართველი ერი!


ზოგჯერ ერისკაცს რაღაც ეშლება!

ზოგი ამაზე ქილიკ-გესლაობს!..

არ შეიძლება, ერის ფესვებად

გადგმულ კაცს რაღაც არ შეეშალოს!


არ შეიძლება, გადიდოს დრომა,

თუ სამშობლოსთვის არ იბუგები!

არ შეიძლება, გაუხდე მონად

ხელმყოფელს შენი თავისუფლების!


არ შეიძლება, ხმალი ულესი,

ნაღდი ქართველის ხელში არ ჭრიდეს!

არ შეიძლება - დამთავრდე ლექსად

და საქართველოს აღარ დასჭირდე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზაურ ბოლქვაძე  • • •   ზაურ ბოლქვაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ