მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4634 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

- ილიას ტყეში უცდის ჯალათი,

- ადექი! - ძილში ჩამძახებ ღამეს,

- ადექი! - რეკავს ქუჩის საათი,

- ადექი, ეგებ უშველო რამე!


წიწამურისკენ ეტლით მივდივარ,

ცისკენ ღრუბლებად ირხევა მტვერი,

წინ რომ მიმაფრენს ჩემი ფიქრია,

თუ ტკივილია მშობელი ერის.


ავჭალას გავცდი გადასარჩენად,

ზარით შემომხვდნენ მცხეთასთან კლდენი:

- შთამომავლობას ხსოვნად დარჩება

თავგანწირული ნახტომი შენი!


უკან მომძახის დედა ქართველი:

- გაფრინდი, მკერდით გააპე ქარი,

- უშველე, - მოთქვამს ზეცა ნათელი,

- გაუსწარ! - გაბმით დუდუნებს მტკვარი.


- გასწი, - მანიშნებს შორით მყინვარი,

მევედრებიან ველები, მთები,

მესმის არწივის ხმა გამყივარი,

- გაფრინდი ჩემო შეისხი ფრთები.


მყის გადავთქერე ბნელი ხრამები,

უკან ჩამომრჩა არაგვის წყალი,

არაგვს შეურთე ოფლის ღვარები

და ეტლს შორიდან შევავლე თვალი.


- შესდექ! - ზედიზედ შევძახე მაშინ,

ხმა დავესესხე ჩვენებურ ორბებს,

ხმა გაეხერგა ლოდივით გზაში

ილიას ეტლის დამტვერილ ბორბლებს.


გაქვავდა ეტლი დამეხილივით.

- შესდექი, გზაზე სიკვდილი გიცდის! -

შევძახე და თან ქარტეხილივით

წინ ჩაუქროლე სამშობლოს სინდისს.


მხრებგანიერი, შავწვეროსანი,

ბრძენი, საქვეყნო ჭაპნის გამწევი,

საბედისწერო გზაზე მგოსანი

იდგა, მიმზერდა წარბისაწევით.


უცებ იწივლეს ტყიდან ტყვიებმა -

რომ არ არჩევდნენ მტერსა და მოყვასს,

შევყვირე: მომკალ, გეპატიება,

ვინ გაპატიებს ღმერთკაცის მოკვლას!..


დაეცა ტყვიით შუბლგახვრეტილი,

საკოცნელ მიწას დავწვდი დაჭრილი,

თავზე დამადგა შუქად კეთილი

ჭირისუფალი კაცის აჩრდილი.


კვლავ რეკდა მისი ოქროს საათი,

თითქოს ბრუნავდა წლების ისარი.

ნეტავი ვინმეს ორმოცდაათი

წლის წინ ენახა ჩემი სიზმარი.


ნეტავი, ტიალ გზაზე ილია

გადაერჩინათ, ნეტავი მართლა…

და ამის შემდეგ არ შემიძლია

შთამომავლობის სახელით არ ვთქვა:


პოეტის სვეტთან დავდგეთ მცველებად,

ლექსების წყარო ვისაც გვწყურია,

სამშობლოსათვის გასახსენებლად

კრწანისზე მწარე წიწამურია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ