მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5188 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მცხეთის ჯვარზე ანგელოზი დაფრინდა,

ქართლის სული გადმოვიდა ზღაპრიდან.


ვით წვრილთვალა მარჭვალ-მარჭვალ ასხმული

ტანზე წლები შელესია წარსულის.


ხმალს გაჰკრავს და წლები ცვივა წკრიალით,

ვარკვლავებს ჰყრის სული ნაპერწკლიანი.


მშენებელი მღვიმეთა და ციხეთა

ნაჭრილობევს ბალახებით იხვევდა.


ბულბულის ხმებს ხარის ტყავში ფუთნიდა

და სიჩუმეს აიქშევდა გუთნიდან.


რა ხანია ლეგენდიდან მეძახის

ჯადოქარი რკინისა და ვენახის.


სად არ რეკდა ხალიბური ფოლადი!

სად არ ჩანდა მეგრელ-ჭანთა ხომალდი!


ცხენივით რომ სიზმრად მოგითოკია, -

აჭიხვინდა შენი კაბადოკია.


ლეგენდაა, განა მწირი აზრია -

შენს ნაკვალევს გასცქერს მცირე აზია.


თუ მტრის მახვილს თორი ვერ აისხლიტავს, -

ბერის კაბა იღებება სისხლითა...


ცისარტყელა იკუწება ფრესკებად,

სიტყვა სიტყვას ელვად გადაესკვნება.


ვენახს სხლის და ავენახებს ეტრატებს,

ხორცი კვდება, სული ადის ღმერთამდე.


წინაპარო, შენი ღირსი გამხადე,

გმადლობ, რაკი მომიყვანე აქამდე.


დაგიკოცნი, რაც არ იქცა მიწადა - 

ბატის ფრთას და გადატეხილ ხმლის ვადას.


დაგიკოცნი დაჩეხილ ბეჭს, კვირისტავს,

შენს ახალუხს დავეგები გვირისტად.


ფესვი მომეც სამუხე და საყურძნე,

მზით, ვენახით და სიმღერით დამხუნძლე.


ჭირი იქა, ლხინი აქა, წარსულო,

ჩემს სტრიქონზე მაღლარივით გასულო.


დღესაც ისმის რვაასი წლის გალობა,

როგორც ძლევა, როგორც წარუვალობა.


მომე სულო, ქართლის სულო, კურთხევა,

ვიდგე, როგორც მეციხოვნე, ურყევად.


და ზღაპრიდან შენს წამოსულ ნაკვალევს

ხვალ შვილები გადასცემენ ვარსკვლავეთს.


შეემატე უსასრულო სამყაროს...

ჭირი გუშინ, ლხინი ხვალე, ზღაპარო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ