ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს: ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი. აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.
პოეზია ანათებდა წინათაც. ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი, რაც ჩვენს ცაზე სხვადასხვა დროს ბრწყინავდა.
ჩვენც არ ვაკლებთ დიდებას და ვაშასა - გურამიშვილს, ორბელიანს, ილიას, ბარათაშვილს, აკაკის და ვაჟასა.
ქართლის ბაღში რაც იზრდება, რაც ჰხარობს, რუსთაველის მადლი გადაჰფენია საქართველოს პოეზიის ცხრა წყაროს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |