მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4358 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ცეცხლით და ზარით დაეცა ზარზმას,

მაინც დაინთქა ურდო მონგოლთა,

ზარზმამ რამდენჯერ გაუძლო ჯვარცმას,

რამდენი ნახა ზარზმამ გოლგოთა.


შემდეგ იმძლავრა თურქმა და სპარსმა,

გვიტევდნენ სულის ამოხდომამდი,

იმ ქარიშხლებსაც გადურჩა ზარზმა,

ტალღებზე დადგა, როგორც ხომალდი.


მაგრამ სხვაც ახსოვს კარგი დრო ზარზმას,

თხისებრ დამფრთხალი თურქთა ბრბოები,

როცა ჯვრის სახედ შეკრულმა ვაზმა

გადაანათა უდაბნოები.


მაშინ ძლიერნი და მკლავმაგრები,

მტრებს თვით ზარავდნენ გაბატონებით,

მესხეთს მართავდნენ ათაბაგები

და ტახტზე ისხდნენ ბაგრატოვნები.


სამოთხეს ჰგავდა ქართლის მთა-ბარი,

უღრუბლო იყო და სხივოსანი,

მაშინ აქ იდგა ლოცვად თამარი

და ჯარს უძღოდა დავით სოსლანი.


ამოდიოდა სამცხის ბაღებით

თვითონ რუსთველი - მეფე მგოსანი.

იქარგებოდა ზარზმის თაღები,

იხატებოდა გარდამოხსნანი.


და აბრმავებდა ჩუქრუთმის მკაზმავს,

ალბათ, თამარის შუქთა თოვანი

და მაღლდებოდა ღრუბლებში ზარზმა,

ტაძარი - ნათელ-გუმბათოვანი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ