ბრძენო, ენამზე, დიდო ქართველო, სამშობლოს აზრის გამომკვართველო! ახლაც თავს მადგა შენი აჩრდილი, თითქოს ხმალი გაქვს გულში გაჩრილი... მესმის ნაცრემლი შენი ძახილი - ქართლის ცხოვრების ძველი საყვირი:
თუ მზერ გმირს, მოსილს შავის ტილოთი - ძველ საქართველოს, ერეკლეს კუბოს, მცხეთის ტაძარში შენ დასტიროდი:
რად შემოიხსენ, სამშობლოვ, ხმალი? ნუთუ გათავდა, გავიწირენით?... ყელიდან სიმწრის გდიოდა ალი.
ოქროს სარკმელი ვინ დაგიკეტა? გმირი სახეზე იხვევდა სუდარს, დასამიწებელ საფლავს იგებდა...
და მასთან ქართლიც თუ დაიღუპოს, ამ ცხედრის კუბოს ფიცრად დამდევით, დადგით ჩემს გულზე ერეკლეს კუბო!
და ვიღას დროშას მე ვემსახურო? ვაი, იმედის დამარხვისათვის; ვაი, მომავალო, ვერ დანახულო!
მზეც რომ ჩაუქრა და ასპიროზი? ქართლს დაღამებულს, გმირს ხელდაკრეფილს, თავზე ნაცარყრით შენ დასტიროდი...
დიდი აწმყოდან შენსკენ მზირალი, ჩვენ წინაპართა ძეგლი ვიპოვეთ, აღსდგა სამშობლოს ლომი მყვირალი!
მივყივი ძღვათა სანაპირომდი, მე იქ ბრწყინვალე დიდებას ვუმზერ, სისხლის ცრემლებით სადაც სტიროდი!
სიცოცოლის-ძალთა ტკბილი ჟღერანი, მისთვის, რომ მიჰქრის შეუსვენებლივ ფაფარგაშლილი ქართლის მერანი.
ახალი ცეცხლი ქართლის გენიამ, მორჩა, რაც თქვენმა ცრემლმა დამდუღრა და, წინაპრებო, რაც თქვენ გტკენიათ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |