მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 15270 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სამშობლოს მცვენლო, სადა ხართ,

ერთხელ ვერ გნახეთ თვალითა, -

სახე ნათელით, აბჯარში

და მადლიანის მკლავითა?!


რა ძლიერ შეგყვარებიათ

თავისი მშვიდი სადგური…

ადექით, ერთხელ გვეჩვენეთ,

ერთხელ დაგვიგდეთ ჩვენც ყური!


გვეჩვენეთ, თორემ ეს არი

გაყინა ტვინი და გული,

ხვალ აღარ გვეცოდინება

ანდერძი თქვენი და რჯული.


ნეტავი ერთხელ ჩემს თვალთა,

მწყურვალთ გმირების ნახვითა,

თქვენ მაინც დაუდგებოდით

სრულის ჯანით და სახითა,


რომ გამძღარიყო, ბეჩავი,

მხოლოდა თქვენის ცქერითა

და მაშინ გულის ნაგრძნობი

მე-კი მეუბნა ენითა.


არ უწყით? ავიკრიფენით

თქვენს ნაანდერძევს კერითა,

დავიარებით სოფლადა

თავზე წაყრილის მტვერითა.


მე-კი გულს ვიფხან კიდევა

თქვენთან წერილის წერითა.

ხან, როგორც ეხლა, გემდურით,

ხან გიხსენიებთ ქებითა,


თქვენგან პასუხი არ მესმის,

კაცნო, რად მაგრე ჰშვრებითა?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ