მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 37626 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,

სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა, საცერა თვალები!

წარმართმა გხატე კლდეებზე, ათას მისნური ქარაგმით

და ხარი ღმერთად გიწამე, გწირე და გწირე ზვარაკი.

შენ გთხოვდა კაცის შენახვას უფალი ღმერთი იესო

და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.

ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი

და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრების ჭაპანი.

აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,

რომ ქართველს აბჯარგაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.

სისხლს ღვრიდნენ გუთნისდედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,

გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.

ცხადში ხომ მყავდი მეგობრად, შემშველებიხარ ზღაპარშიც,

ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.

ფეხზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,

დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, მაძღრად გვყოლოდა ბადიში.

ძეობა იყო - გლეხკაცი ისევ შენ გდებდა იმედებს,

ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ.

ქორწილი იყო... ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,

წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ.

ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით...

დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები...

გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა

ხარივით მსმელი ვაჟკაცი - ხარითვალა და ხარქედა.

ნეტავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,

სიტყვა - ხარივით გამწევი მამულის გასახარისად.

ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი,

ჩემი პატარა ქვეყნისთვის მეც შევძლო ხარისოდენი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ