მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2472 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩემმა ენამ რომ აფრქვიოს ალმასი და იაგუნდი,

რომ მოვიხმო, მოვიშველო ანგელოზთა მწყობრი გუნდი,

რაფაელის ღვთაებრივი ყალამიც რომ მოვიმარჯვო

რომ ბუნების სამხატვროზე ფერთა ქმნაში გავიმარჯვო

ვერ დაგხატო, ვერ გადიდო შესაფერად "შუქ-მფინარო,

თამარ წყნარო, შესაწყნარო, ხმა ნარნარო, პირმცინარო..."


ქება ხოტბა მე არ ძალმიძს... საიმისო ნიჭი არ მაქვს:

საქართველოს კაეშანი მტკივნეულის გულით დამაქვს!

გესლიანი არის იგი ტვინში გველად შეხიზნული

მის მოთხრობით სევდიანმა ვერ ვახარო შენი სული!

მოიღუშა, დაგვიბნელდა ცა, ელვარე და მცინარი.

ჩასვენებულს, ცხოველ მყოფელს, მზეს დასტირის ჩვენი ნარი!


აღარ გვყევხარ, დიდო თამარ, მოგვარიდა ღმერთმა პირი,

აღარა გვყავს მემკვიდრენი: დაგვეხოცა ყველა გმირი!

საქართველოს ლამაზ სხეულს ნაქანდაკევს ნათალ ხელით,

სულდგმულს შენის მძლავრის სულით, მოსილს წმინდა შუქ-ნათელით,

ბრძოლის ალში გამოწრთობილს, გაკაჟებულს, გარკინებულს,

მუხთალ ბედის ჯადოქრობით ღონემიხდილს, დაძინებულს,

ტურა-მგელი დაეხვია!... ყველამ გაჰკრა იმას კბილი,

გასწეწა და გამოსწეწა, გაიჩინა ლუკმა ტკბილი!


მის საშველად არვინ მოდის. არსადა სჩანს მისი მხსნელი...

დაფლეთილი მკერდის წყლულით შადრევანობს სისხლი ცხელი!

არსად სჩანან მისი შვილნი, სიყვარულით რომ აღზარდა:

ლომბუმბერაზთ მოდგმა, ეჰა, დაწვრილმანდა, გადაგვარდა!

არას დავსდევთ, მშობლის განძი ვინ და როგორ გაიტაცა,

ჩვენი გრძნობა და გონება... ნაცრის ქექამ გაიტაცა,

მის საშველად არვინ მოდის... ემატება ჭირსა ჭირი;

თამარ დიდო, თამარ გმირო, დაგვეხოცა ყველა გმირი!


სისხლის ზღვაში დავცურავდით გულგანაწონ, განგმირულნი,

ჯვარს ვაზისას ვიფარავდით თავდადებულ-განწირულნი,

ველურთ ურდომ არა ერთხელ ჩვენ სახლ-კარი დაგვიმეხა,

მაგრამ მაინც ლომის გული, ოდნავაც ვერ გაგვიტეხა!

საუცხოვო, დიად ტაძართ გუმბათები ცას სწვდებოდნენ...

იქ ივერთა ლოცვის ხმანი ღვთის წინაშე არ სწყდებოდნენ...

იქ ისმოდა წმინდა მამათ აღმაფრენი ქადაგება,

იქ შეიქმნა ერის სულის ხელუქმნელი ქანდაკება!


დროთა ბრუნვის ქარიშხალმა ის ტაძრები დაგვინგრია,

ჩვენი სულის ქანდაკება გაგვითელა, დაგვიმსხვრია!...

შემოგვეჭრნენ ბარბაროსნი ჩვენივ ხელით ნაგებ ხიდით

და ერთს წუთში დაგვეკარგა, ათას წლობით რასაც ვქმნიდით!..

დაგვეღუპა ყოველივე... ჯვარი ვაზის ჩვენთვის გახმა...

შთენილ ტაძართ კედელთ შორის აღარ ისმის ივერთა ხმა!

და გაურბის უფლის სახლსა დიდი, მცირე, კარგი, ცუდი...

იქ ვერავის შეიტყუებ თუნდ შეუგდო მას შიგ ქუდი!..

ცას ვერ ასმენს თავის სევდას ერი ჩაგრულ დატანჯული,

თამარ მეფევ, თამარ წმინდავ დაგვეკარგა რწმენა, რჯული!..


დიდმა შოთამ, შენმა შოთამ, შენის ტრფობით მგოსნად ქმნილმა,

მზის სხივები მოგაფინა ენა მჭევრმა, ენა ტკბილმა.

ხორციელი სილამაზე შეუთანხმა სულიერსა:

შენი სახე ღვთაებრივი დაუხატა ქართველ ერსა!

სიყვარულის დიდი გრძნობა უფრო მეტჰყო, გაადიდა,

გულთა ტრფობა ღრმა და წრფელი აყვავილა და ადიდა!

ქვემძრომ ვნებას მოაგლიჯა ხარბი თვალი და ნესტარი,

მიჯნურს, ტანჯვით განწმენდილსა, ბოლოს ასვა მან ნექტარი,

ქალის სახე შენს დროს, თამარ, მნათობივით აშუქებდა,

და რაინდი მოტრფიალე მშვენიერსა რას უქებდა;

სულსა სპეტაკს, სინარნარეს, კდემა მოსილს გულსა მთლიანს,

სიყვარულსა თავგანწირულს, ალერსს ტკბილსა, ნათელ მზიანს,

მიჯნურთ წესით ვაჟკაცისთვის ბევრი იყო რამ საჭირო:

სიმამაცე და სიმტკიცე, საქმე დიდი და საგმირო;

ველად გაჭრა, თავის გულში ღრმა ჩახედვა, ტანჯვად ქცევა,

შორით ჭვრეტა, შორით კვდომა, შორით ცხარე ცრემლთა ფრქვევა!

ასე იყო ღვთაებრივო, ეხლა ასე აღარ არი!


გადაუწყდა შუაზედა ჩვენს ზნეობას წმინდა ფარი!

მიჯნურის და ავხორცისა შორის არ სჩანს უკვე ზღვარი,

აბობოქრდა თავაშვებულ გრძნობათ მღვრიე, მთვრალი ღვარი!

ქალის ტანი გააშიშვლა წამბილწველმა ვნების თვალმა,

ააძგერა ლაყე გული წუთიერმა ჟინის ალმა.

სიყვარული, ცით მოხსნილი, მჭკნარი დუქნის დახლზე გდია,

და მშვენების ტაძრის კარი ნადირთათვის არის ღია!

ჰე მგოსანო, არვინ გიქებს ამგვარ ჰანგსა კადნიერო!

მიმიხვდები მხოლოდ შენა, თამარ ქალო, მშვენიერო!...


ასე არის!.. მაგრამ მაინც გულს არ ვიტეხ მე და ველი!

ჩვენ სიცოცხლეს უდგას მცველად შენი საქმე და სახელი!

მიწის არ ხარ და მიწაში, მწამს, არცა ხარ დამარხული;

სულსა გრძნეულს, მიცემულსა შენა გმალავს ქართვლის გული!

და ეს გული გაგაღვიძებს, აივსება ლომის ძალით...

ახ, შენს მოსვლას ტრიუმფალურს უკვე ვხედავ მგოსნის თვალით:

მობრძანდება სხივოსანი, მომღიმარი, ლმობიერი,

მუხლმოდრეკით გეგებება აღდგენილი შენი ერი!

წინ მიგიძღვის ძლევის დროშა, უკან მოგდევს გმირთა ჯარი,

მღვდელმთავრისა ხელში ჰყვავის წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი!

მზე დაჰხარის მთათა გვირგვინს, ხავერდოვან ბარს და მდელოს

ზღვიდან ზღვამდე გრგვინავს: "ვაშა, თავისუფალ საქართველოს!"

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ