მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3917 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ლურჯი მწკრივი მთებისა

სუნთქავს წალკოტების ქარს,

იწყებიან სიზმრები

ელვათა ტოტებიდან;


ფერწარმტაცი ქარები

მზე - სხივშეუდარები,

კვლავაც ჰკრთის ისტორიის

ჯერაც ღრმა იარები;


ცა - ლაჟვარდში მხმობელი

ყვავილი - უჭკნობელი

ხალხი, სივრცე, მუსიკა 

ჰარმონიის მშობელი;


ისმის: ხმალ-შუბთ ჟღერანი

ჩანს: სიბრძნეთა კერანი,

აღმართულა მახვილი

შორეთს მიჰქრის მერანი;


საუკუნემ არწია

რაც მარადი განძია:

ჯვარი, გრემი, იყალთო,

უფლისციხე, ვარძია;


შორს მრეკავი ზარებით

მთით მომსკდარი ღვარები,

გრძნეულება სიღრმეთა

უთქმელ - მიუკარები;


ხოლო სივრცე მზიური,

სიმები მშობლიური,

აღმაფრენა უსაზღვრო,

შთაგონება ციური;


ხსოვნის შორი ფესვები

სახელნი უტკბესები,

ყალყზე შემდგარ ფლოქვთა ხმა

ირგვლივ ცეცხლ-დამკვესები;


ეშხი ავთანდილისა

ჯადო სულსშეზრდილისა,

ძველი მცხეთის სიზმრების

და თბილისის დილისა;


მეგობრობის განდობა

დაცემულის დანდობა,

აზრის ღმერთთან კამათი

გრძნობის დარდიმანდობა;


ქროლვა დროთა ქარისა

რუსთაველის პწკარისგან,

სიბრძნე პეტრე იბერის

ფუნჯი ოპიზარისა;


ზეცა რომ გაახილა

ვარსკვლავთ თეთრი ზოლივით,

სამშობლოა, ძახილად

დროში გადმოსროლილი!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ