რომ მსახურებ, - ვის მსახურებ, ვის ტახტს ვარცხნი, ვის სოფელში წვები... უპირველეს! - უნდილაძე გაიხსენე, უნდილაძის უპატრონო ძვლები.
ჩალმის ფარფლი თავსამკაულს ზედან, სპარსის ენით გაბანგული მღერალობა, და... ისპაჰანს დაგლეჯილი დედა.
გულმძვინვარე ხმალ-ხაფი და კვერთხი, დაცამხობილ ტახტებსა და სატახტოებს, შაჰს და ხონთქარს რომ უფენდა ფერხთით.
ახვეტილი ალაფიც და ღალაც, ზურგში დანა, ყმობასა და ერთგულებას, შვილის თავი, - უზენაეს ღალატს.
პატივის და პატიების ღირსი, მაცოდინე! - რომელ ქართველს დაუფასდა უღელი და სამსახური სხვისი.
რაც დამართეს! - ძმავ, შვილო და მამავ, სხვის თეოზე აყეფებულ მგელ-ქოფაკებს, სხვის ყოფაზე აყივლებულ მამალს.
სისხლს აკლია! - ლხინად ვარ თუ მიჭირს, სხვის ღორძინს და ძლიერებას გადაკლული, შვილთა ჩვენთა სახსარიც და ნიჭიც.
შენი გმირიც, შენი ურჩიც, მხდალიც... რას ეტყვიან თავმომწონე თაობები ერთ ჩექმაში დაბერებულ ს...ს
სხვის უღელში და გუთანში ნაბამთ უპირველეს! - შენს ქვეყანას მოუარე, დამბადებელს ემსახურე, ბაბა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |