მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5444 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ქალწულო ნინო!

ეშვები ჩრდილებით:

დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,

ვით რკინა ხორასანის -

ჩვენც გულახდილები

შენ წინ ვეფინებით ელვარე სიყვარულით.

შენი სიქალწულე:

ცინცხალი წყაროს თვალი.

და შენი სირბილე:

ალერდი ხალასი.

ნაყოფი. სურნელი. რომელი მოვსთვალოთ

იისფერთვალება უცხოელ ქალისა.

ნინო!

სილამაზით მცხეთა გაგვირისხე -

რომ ხარ საოცარი ქალწული და ქალი.

ძალზე შეიყვარე შენ მხოლოდ ღვინისხე

და ისიც ვნებული სამსხვერპლოდ დაჰკალი.

და როცა მოგესმა ნელი ხმა ზევიდან

(გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია) –

ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან

და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ქალწულო ნინო!

ათასჯერ გვენახე.

შენ გეალერსება ვაზნარის ფურცელი.

მოგელის მარადის დედული ვენახი.

და ოდეს გიხილავს: ტორტმანობს. ირევა

ვით წყაროს მუცელი -

რომელსაც დაეცემა დედალი ირემი.

აქ არის ტკივილი. არ არის წამება.

(გვეუბნებოდნენ ამას ჩვენ მამები).

არ გვინდა დედაო სხვა ჯვარი ბერწების.

არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასახლევი.

ვიცით: ჯვარი ვაზის ლხინია ლერწების -

ტოტებს აიყრიან როცა გადასხლავენ

სასტიკი სასხლავით.

ნინო!

შენი ტანი ლხინის დამტევნელი

არც ერთი ქალწულის არ არის ნაცვალი.

ძუძუებავსილი ნეტა ვის ევნები.

გაივლი ზვარში და ჩაყურსულ მტევნების

მზის თესლით ივსება ყოველი მარცვალი.

ქალი უძლეველი. სასძლო სასურველი.

(მზის ტანი თუ არის ქალწულის საკმარი).

შორიდან გიყურებს აწ შენთვის ურვილი

მზევაჟი ლაშარი მაღალი საქმარო.

ის არის საქართველოს მცველი და მზვერავი

და ჯვარსა ვაზისას წაართმევს ვერავინ.

წმინდაო ნინო!

ვით მიწის ხნულები

შენ წინ დაღარულან აქ ჩვენი გულები.

მკერდზე გადაიარ-და-ბედს გადაურჩებით

და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო!

ღვთისმშობლის დობილო.

შენზე ვართ დანდობილი.

და შენი შენდობით

არ გადავშენდებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ