მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა: არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |