მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 8451 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სადაც ტყვიების ისმოდა დარდი

და მწუხარება რეკავდა ჩუმი - 

საქართველოს გაჩნდა შტანდარტი: 

მოდის ტფილისი, მოდის ბათუმი.


უცებ მიწისძვრით დაქანდა გორი

თამარის წმინდა ცრემლით სოველი

და სიმაღლეთა ქორივით შორი,

მტკვარში ჩაეშვა სვეტიცხოველი.


მიდის გვარდია, ჯარი... კვლავ ომი!

ცვალებადია დღეთა ტრიალი, 

კართან დარაჯად გაყინდა ლომი

კავკასიონი და დარიალი.


აქ კი, სარკეზე, როდესაც ძილით

გაფითრებული იყო ყოველი - 

ცურავდა ღამის მთვარეულ ლილით

დამუქებული სვეტიცხოველი.


წინა-აზია, შემდეგ ევროპა

გზაჯვარედინთა იყო რკალები

შავ ზღვაზე ნავთა დაუდევრობა,

ფრთები, ტალღები და გრიგალები.


აქ კი, ბრწინვალე და ანთებული

სასანთლეების წყალზე მთოველი,

ზვირთებზე ოდნავ დალანდებული

ეშურებოდა სვეტიცხოველი.


სხვა დავაფუძნეთ ნაპირად ფაზი

იქ ნავსადგური იყო ნაგები; 

იქ ერთდებოდა რკინისგზის ხაზი

და დაქსელილი ლიანდაგები.


აქ კი, მოსილნი იდგნენ მამანი

ნათლით ელავდა მათი ქსოვილი,

ყვაოდა ლურჯი იასამანი

შემობურული სვეტიცხოველი.


დავტვირთეთ გზები სპილენძით, ვერცხლით

ახალ პაროლებს გაყვა მხლებლები,

და თავრიზამდე მიმავალთ ცეცხლით

ჰქროდნენ კივილით მატარებლები.


და აქ კი, ქართლზე ვედრებდა ჯვარი

იმათი დახსნის ლოცვით მთხოველი,

და ლიტურგიებს ისმენდა მტკვარი

და გუგუნებდა სვეტიცხოველი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ