მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4218 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

პეტერგოფში შადრევანთა დიდი არჩევანია,

ბაიკალის სარკეებში მზე იცინის, ვანია.


ეფინება ბოროდინოს მილიონი თოლია

და ნაძვების სამოთხეში თოვლი უფრო თოვლია.


სახლი უფრო სახლია და კრემლის გალავანიან

სასახლეში ვანიათა სავანეა, ვანია.


ალამაზებს სტეპებს ვოლგა: ყანა მოსამკელია,

დგანან მთანი ურალისა: ელიან და გელიან.


განა პრაღა, ქაბული და განა ტრანსილვანია -

რიაზანი გეძახის და გელოდება, ვანია.


ვინც შენ სახლი შეგაძულა, გული მოგაყვანია

და გაგხიზნა, ჩემი ცოდვა იმას ჰქონდეს, ვანია.


შევაწუხე ცა ვედრებით, ცხენს ავკიდე ავჟანდი:

მე სვანეთში წავეთრევი, შენ ციმბირში წაბრძანდი.


წაბრძანდი და შეადარე ენისეის ჩოლოქი,

არ გესმის და შევარცხვინე შენი ლარინგოლოგი!


ქარი მღერის თეთრებზე და წითლებზე და ლურჯებზე,

ლამაზია საქართველო, „ა როსია ლუტშე ვსეხ“!


თავს გიკრავს და გზას გილოცავს, მესხია თუ სვანია,

კავკასიის მწვერვალებიც ფეხზე დგანან, ვანია.


გზები მგზავრულს გიმღერიან, მთები მაყრულს მღერიან,

წადი, შენი ზარი რეკავს! წადი, შენი ჯერია!


ოღონდ, ვიდრე ტანკები და ძმები წაგიყვანია,

ნიჩბები არ დავიწყდეთ, ხელკეტებიც, ვანია!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ