მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1758 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ზოგი პარიზს აქებს, ზოგი კიდევ ლონდონს,

ზოგს ათენი ძველი და ზოგს მოსწონს ბორდო,

ზოგს სტამბოლის მტვერი, ზოგს ბებერი რომი,

ზოგს აფრიკა ძველი, სპილოების ომი…

ზოგი ვენეციას, ზოგი აქებს რიოს,

მე კი ჩემი მიწის ქებამ გადამრიოს.


ზოგი ამაზონთან,

ზოგი მისისიპთან,

ზოგი მიჩიგანთან,

ზოგი ნიაგართან.

დადიოდა ლაღად,

ფერთა გადამყურე,

მოეჩვენა ბაღად

ინდოეთის ყურე.


მე კი, მეგობრებო, მხოლოდ იმას ვიტყვი,

ყველა საოცრება, ეშხი, მარგალიტი,

მხოლოდ ჩვენში ვნახე, მხოლოდ ჩვენში დარობს,

რად ღირს ჩარგლის ზეცა და გოდერძის წყარო,

საოცნებო მთები, ათინათი დილის,

ვინც რაც უნდა აქოს, მე ვაღმერთებ თბილისს,

მე ვაღმერთებ მესხეთს, რუსთაველის მხარეს,

საქართველოს მზეს და საქართველოს მვთარეს,

მე ვაღმერთებ სამასს არაგველთა გუგუნს,

გონიოს და მცხეთას ცეცხლით გადაბუგულს.

მე ვაღმერთებ დავითს, თამარ მეფის დროშას,

ქარში გაჭრილ მერანს და აკაკის ლოცვას…

ჩემი ყმობის სიზმრებს, ჩემს ფიქრებს, რომ ლამბავს,

ციხისძირში გაჭრილ დედაჩემის საფლავს.

არაფერში გავცვლი ჩემს ღუღუნა ქართულს,

ჩემს პატარა ზღვას და ჩემს პატარა ბათუმს.


ზოგს ბომბეი მოსწონს,

ზოგს საჰარა ცხელი.

ზოგს რაბათის სიცხე,

ზოგს ხმაური დელის,

ზოგი სან-ფრანცისკოს,

ზოგი აქებს რიოს…

მე კი საქართველოს

ქებამ გადამრიოს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ