მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1341 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

და ის,

რაც

ჩემში

ჟამთა სვლას

არ სდევს,

ისევ თეთრ ხიდთან მიარღვევს ტალღას,

ისევ თავს ადგას ბაგრატის ნანგრევს

და ზარზმის ზარებს არისხებს ახლაც.


ისევ ალავერდს უდგას დარაჯად,

კვლავ მეციხოვნედ უდგას კვეტერას,

და ნინოწმინდის დაშლილ გალავანს,

გრემის სამრეკლოს და ბედისწერას.


ისევ დარაჯობს

ჯვარსა და მცხეთას,

მყინვარისა და უშგულის აფრებს,

დიდგორის მთებს და ბედიის ზეცას,

შურისციხის და მთაწმინდის კალთებს.


კვლავ მცველად უდგას

გონიოს სიზმრებს,

და ადიგენთან გაშლილ გვირილებს,

და წიწამურის ხილვებს და ფიქრებს,

ვით მარადიულ ურვის ტკივილებს.


და ისევ ცოცხლობს

სიმაღლით ოშკის,

გელათის ფრესკის მაღალი აზრით,

ცისკენ წასული სვანური კოშკით

და ვარძიაში ნაკვეთი ტაძრით.


ქარვით დადაფნულ ლიკანის მთებით,

და ფოთოლცვენის ფერადი წამით,

და ოცნებებში..

დახატულ გზებით,

და მოლოდინში... დახატულ ჟამით...


და ის,

რაც

ჩემში

ჟამთა სვლას

არ სდევს

ისევ თეთრ ხიდთან მიარღვევს ტალღას,

ისევ თავს ადგას ბაგრატის ნანგრევს

და სიონის ზარს არისხებს ახლაც. 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯანსუღ კორძაია  • • •   ჯანსუღ კორძაიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ