მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1017 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დაგვიდგა ცუდი დროება,

მოგვაკლდა თვალთა ჩინია,

დაქსაქსულნი ვართ ოჯახში,

აღარ გვაქვს ერთი პირია.


დაირით, ზურნით, ნაღარით,

გაძვირდა ძველი ლხინია;

გულსა გვიფარავს გარედან

თეთრი რამ ფარატინია.


შიგნით კი შურით, ბოროტით,

შავად ვართ გალესილია:

ძმა ძმასთან ვეღარ დამდგარა,

მამას სცემს თავის შვილია.


ხელოსნობა აღარ გადის

ახალია თუ ძველია:

ვაჭრებმაც ვაჭრობაზედა,

ლამის აიღონ ხელია.


მღვდელნიც ჩივიან ცუდ დროზედ,

მამები, წმინდა-ბერები:

რა ვქნათ და რა ვიქადაგოთ,

შიმშილით გვეწვის წელები.


სწავლას და შრომას დავადგეთ,

სუყველამ გავძრათ ხელები;

ავიღოთ ბარი, ნიჩაბი,

გუთანი, ზოგმა ცელები.


შევაბათ ნიშა, ნიკორა,

მოვხნათ სულ მთა და ველები:

მთაში დავთესოთ ქერ-დიკა.

ბარში პურ-უგრეხელები.


ქართველნი შრომით განთქმულან,

იბრძოდნენ ჩვენი ძველები,

მტრის წინა შეუპოვრებსა,

სისხლით მოურწყავთ ველები.


ზოგჯერ ჰყოლიათ მძლავრები.

გარყვნილი, გაიძვერები,

სამშობლო გაუყიდიათ,

დაუბანიათ ხელები.


ვინც დღეს გაყიდოს სამშობლო,

გარს მოუკიდოთ გენია;

წინ გაუძეხი, მწერლობავ,

დღეს გამარჯვება შენია!


უფალო, მოგვეც ძალ-ღონე,

არ მოგვერიოს ძილია;

არ დაგვისეტყვო ყანები,

გევედროთ, წმინდა ილია!


ღვთისა დედაო, შენცა გთხოვთ

არ აგვარიდო პირია:

ივერსა მტერი აშორო,

იგი ხომ შენი წილია.


ქართველთ ერის განათლებას

ნუ ივიწყებ, წმინდავ ნინო,

ენა, რჯულის აღსადგენად

შენი დროშა გადმოგვფინო.


ვენახების მოსავალსა

შენ უმატე, წმინდა შიო,

რომ ჩავასხათ საზედაშო

შენსა განთქმულ მარანშიო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იოსებ დავითაშვილი  • • •   იოსებ დავითაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ