მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2493 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

გიორგობის თვეში

ნუნუა წვიმს ჩვენში,

გალეშილი ოჩოკოჩი დაჩინდრიკობს ტყეში,

გარბიან და გამორბიან გზები ალთაბალთას

და ღლაბუცობს ოჩოკოჩი ოქროსთმიან ალთან.


რა ხანია არღნის ხმები აღარ ესმის იმერეთს,

დოლ-გარმონით აფიცხებენ მაჭახელა სიმღერებს.


ეჰ, არღანო, ჩემო „კუკლა“, ვინ ოხერმა გიყელა,

მო, შურთხივით ამიფრინე მოკრიახე სიმღერა.


თქვენი ძველი პატრონები, თითქო არაფერია,

გადიდებულ სურათიდან ჩუმად გადმოგვცქერიან…


მაშ, არღანო, ძველებური ჰანგი დასხლიტე,

გაიხსენე სახლიკაცთა ომში წასვლის დღე…


გიორგობის თვეში

გულს გაუდის რეჩხი,

გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში.


II

 

იმ დღეს ღვინო მოიწყურა ნაღვლიანმა გლეხკაცმა,

მერე არღანს ეკურკურა და ცხენივით შეკაზმა,


გადავარდა.. სოფელ-სოფელ დაიარა მოყვრები,

იქეიფა, მოიოხრა გული მოსაოხები.


არ დაღლილა არც სიმღერით, არც ხუმრობა-ხარხარით;

აჭახჭახა, აზლუქუნა, აღრიალა არღანი…


(სანამ ტყვია დაცხრილავდეს ჯარისკაცის ფარაჯას)…

თავის წილი სიხარული იმ ორ დღეში დახარჯა.


ჰკოცნიდა და ეხვეოდა ვაზის რქას თუ ხარის რქას,

სიმინდს ფეხზე აყენებდა, წამოჩოქილს ქარისგან.


მაღლარსა და გუდა ლეღვებს შეჰხაროდა ქვემოდან,

ალბათ ტანი თუ უგრძნობდა, ვეღარ დაბრუნდებოდა…

 

* * * * *


ეჰ, არღანო, ახლა ვხვდები, თურმე რანაირი ხარ,

ეს რა მოგდის, შე ბებერო, მღერიხარ თუ ტირიხარ?

 

* * * * *

 

გიორგობის თვეში

გულს გაუდის რეჩხი,

გინდ ჩასულხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ