სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან და ხეობიდან სისხლისფერი უბერავს ქარი, სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან ღონემიხდილი ღრიალებს ხარი.
და იკორთიდან გაბზარული ჟღრიალებს ზარი: სამაჩაბლოში ქართველები გახიზნებულან, დაჟანგებულა დავითის ხმალი!
უბირი ხელით ანთებული ღრიალებს ღამე: სამაჩაბლოში ქართველები დანაცრებულან, ჭია-მატლები უნგრევენ კარებს!
შემოიქსოვე უძლეველი ჯაჭვის პერანგი! ო, საქართველოვ, აბობოქრდი, გადაქართველდი, ჩამოიბერტყე კალთებიდან მტერი ვერაგი!
გარინდებულან ქართველები საქართველოში... საქართველოში ქართველები არა კვდებიან, იბადებიან ქართველები საქართველოში! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |