მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრულ მოთქმიდან ისმის ცხენის ჩქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.
ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?
მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ვერ იქნება კოხტა გორა საქართველოს გოლგოთა!...
ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,
ახრამუნე ჰორიზონტი... გადახუხე მანძილი...
ცოტნე დადიანი რაინდული გულით...
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.
პატარა საქართველოს რაინდული გული... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |