მთარგმნელი: პაოლო იაშვილი * * * * * * *
საქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია, ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე. ჩემი მოწყენაც იოლია, ის ნათელია - შენის მშვენებით და შუქით სავსე.
და აღარავინ მიღვიძებს დარდებს. და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს, რადგან არ შეუძლია რომ არ უყვარდეს.
მთარგმნელი: კოლაუ ნადირაძე * * * * * * *
საქართველოს მთებს დაჰფენია ბურუსი ღამის ჩემს წინ არაგვი ხმაურობს დენით. არის ნათელი და მსუბუქი მოწყენის წამი, მოწყენა ჩემი სავსეა შენით.
ჭირ-ვარამს ოდნავ არ შეუცვლია, და გული ჩემი ისევ იწვის და უყვარს, - რადგან რომ არ უყვარდეს არ შეუძლია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |