მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 918 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დაფდაფის ხმაზე მიჰყვებიან დავით მაჩაბელს,

დაუკარ დავით... სიმრავლითა მტრებმა დაგვჩაგრეს,

დაუკარ ისე, რომ ძარღვებში სისხლი აჩქარდეს

და ბრძოლის ჟინი გაუღვივდეთ ქართველ ვაჟკაცებს,

დავით, დაუკარ, ლამის არის მტრებმა დაგვჯაბნეს.

მაგ ჰამქარითა მაგ დასითა მალე მოხვედი,

ეს ვის მიწაზე მოთრეულა ოხერ-მოხეტე,

წყალობის თვალით, ღმერთო, თუ ხარ, ქართველთ მოხედე,

და სამყაროდან ურჯულონი ისე მოხვეტე,

რომ ვერასოდეს ვერ მოვიდეს ოხერ-მოხეტე.

კრწანისის ველი ცეცხლისაგან გადაპარსულა,

კრწანისის ველი ამოჩიჩქნა ხმალმა სპარსულმა.

კრწანისის ველი სისხლისაგან გავარდისფერდა,

ქართველთა გულში ხანძარს ჩენ დაფდაფის ცემა...

დაუკარ ,დავით … მოგყვებიან დავით მაჩაბელს.

ირაკლის გორდა მოქნეული მზის შუქს ირეკლავს,

მტერი ათასჯერ მეტი არი … რა ჰქნას ირაკლიმ.

მაინც საშველი მომხვდურთათვის არ სჩანს აღარსად

და შიშის ზარი დასცემია მაჰმად-აღასა.

ჰე, მაჩაბელო.. სხვა ძალა აქვს თურმე დაფდაფსა,

მაგრამ ეგ შენი ვაჟკაცობა სისხლად დაფასდა,

მაგრამ ეგ შენი სიმამაცე ცრემლად დაფასდა.

...დავით გეძახი, შენიანი სისხლით-ხორცითა.

ჰე, მაჩაბელო, საქართველო კვლავ აღორძინდა,

და მიხარია - ქართველი ვარ სისხლით-ხორცითა.

შენი მიწიდან წათრეულა ყველა მოხეტე,

რომ საქართველო კვლავ წალეკონ?.. ეს არ მოხდება

და მიხარია - ქართველი ვარ სისხლით-ხორცითა.

...ჰე, მაჩაბელო, საქართველო კვლავ აღორძინდა

და მიხარია - ქართველი ვარ სისხლით-ხორცითა.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ