მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 729 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

რაც გონს მოვსულვარ, ერთი ნატვრა მასულდგმულებდა

და მწარე ყოფნის მძიმე ტვირთსა მიმსუბუქებდა;

ერთის ოცნებით ვიყავ მარად გატაცებული,

ერთის სურვილით გამსჭვალული, აღფრთოვნებული!

ერთადერთ ხატად დავისახე მშობელი მხარე:

მას ვცემდი თაყვანს, მთელ არსებით ის შევიყვარე

და მსურდა მისი ღირსი შვილი გავმხდარვიყავი. -

მისთვის მეცოცხლა და მისთვისვე მოვმკვდარიყავი!

მაგრამ, ვაი რომ განგებამ სულ სხვაფრივ ინება:

გულში ჩამიკლა ჭაბუკობის ტკბილი ოცნება;

შეუბრალებლად გადამტყორცნა უცხოსა მხარეს

და სამშობლოსთვის ვღვრი მარადის ცრემლებსა ცხარეს!

სამშობლოვ, გვედრი, თუ რომ ცოცხალს აღარ მერგება

შენით დატკბობა, შეისმინო ჩემი ვედრება, -

და როცა მოვკვდე, მაშინ მაინც შენ მიმიბარო

და მშობლიურის შენის კალთის ქვეშ შემიფარო,

რომ საუკუნოდ შენ ნაწილად გადაქცეული,

შენს წმინდა მიწას შეუერთდეს ჩემი სხეული

და სულიც მარად ხან მზის სხივად თავს გეფრქვეოდეს,

ხან, ქმნილი ცრემლად, ციურ ნამად გეპკურებოდეს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ