მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9797 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მოსაღამოვდა ბრძოლას მაინც არ სთმობს თბილისი

თითქმის დაეცა ფიცხელ ომში ყველა მხედარი.

ერეკლე მაინც ისევ იბრძვის მტრების პირისპირ,

ფაფარს არ კეცავს ქართლის ლომი დაუდეგარი.

"მეფეს ვუშველოთ! არაბული ვეფხია ჰკივის,

ორთაბრძოლაში დაჩეხილ მტრებს ხროვად ალაგებს ,

ილევა რაზმი თავდადებულ სამასი გმირის

ათი ათასი ერთად უტევს სამასა არაგველს.

მტრებმა აკუწეს არხოტელი ვეფხიას ძმები,

ვეფხიას ტანზე სისხლიანი ჯანშანი წივის,

ღობე შეიკრა მის გარშემო სპარსელთა ხმლების

მაინც არ კეცავს ფოლადის ფრთებს მთების არწივი.

ზურგიდან ხმალმა გადაკვეთა ჯავშანი რკინის

და არაბულიც ჩაეხუტა თბილისის მიწას

დედას შვილივით შეეწირა ვეფხია თბილისს

და მესამასე არაგველიც მკვდარ ძმებთან მიწვა.

ეს ვინღა მოჰქრის ხმალ გაწვდილი ხევსური კიდევ,

სამასმეერთე არაგველიც მტრებს ხმალში იწვევს

სისხლისმსმელებმა, ხუთმა ერთად ლაგამს მოზიდეს

და მამაც მხედარს მგლის ღმუილით მიუხტნენ იქვე.

ბედაურები ყალყზე შედგნენ ფაფარაშლილნი,

წინ ისარივით გაიქროლა ხევსურის ცხენმა,

უნაგირს მოსწყდა ერთი სპარსი მწიფე ვაშლივით

მეორეს მხარი ჩამოსთალა სიკვდილის ელვამ.

დაჭრილმა ცხენმა აითრია მესამე სპარსიც,

მაგრამ ხევსრუის უნაგირიც შეღება სისხლმა,

სამასმეერთეც სასიკვდილოდ დაიჭრა მხარში,

ლელაის ჩოხაც სისხლის წითელ ყვავილებს ისხამს.

"გაფრინდი ცხენო, არხვატისკენ გაფრინდი ჩქარა"

ვაჟკაცის რისხვით დაიკივლა ხევსურმა ქალმა,

ცხენის ტახტაზე დაჭრილ მკერდით გადაიხარა

და კვლავ იელვა არაბული ლელაის ხმალმა.

ძირში გადიჭრა ორმეტრული ნაწნავი წყვილი,

გრძელნ ნაწნავებით უნაგირზე დაიკრა ტანი.

გაფრინდი ცხენო ,ეხლა უჭირს ერეკლეს თბილისს,

გზას გაგვინათებს მთებისკენ ნათელი მთვარის.

არ მინდა მტრებმა საქართველო გაგვივერანოს,

არხვატს ცოცხალი მიმიყვანე თეთრავ დილისთვის,

ქუდზე კაცს უნდა დავუძახოთ, ჩემო მერანო.

აღა-მაჰმად-ხანს რომ არ დარჩეს დედა თბილისი.

ქვიშიან აღმართს ელვა კვესავს ასხლეტილ ნალის,

არაგვის ნაპირს თბილი სისხლის წვეთები ნამავს,

გაფრენილ მერანს მთისკენ მიჰყავს დაჭრილი ქალი,

იჩქარე ცხენო მუხლში ძალა გეყოფა სანამ.

თენდება, ჭიუხს შურთხის სტვენა აღვიძებს უკვე

ლელაის ცხენით შეეკიდა არხოტის ბილიკს

გრილი ნიავი გზას ულოცავს თეთრონის მუხლებს

უნდა იჩქაროს სანამ მხედარს გული აქვს თბილი.

არაბულების ციხე-კოშკთან ტორებს სცემს ცხენი,

ფრიალოები ბანს აძლევენ თეთრონის ჭიხვინს,

გამოდი დედავ,სულთმობრძავი ქალი ვარ შენი,

თბილისის კართან დაიღვარა ექვის ძმის სისხლიც.

მოვდივარ შვილო დერეფნიდან იკივლა დედამ,

სუსტი ხელები კვნესით მიაქვს დაჩეხილ შვილთან

ძმები აღარ მყავს დედავ, მოველ ლელაი კენტად,

ბრძოლაწაგებულს დღეს სიცოცხლე აღარც მე მინდა.

მე კრწანისიდან ცოცხალ-მკვდარი მოვქრივარ ერთი,

რომ ქუდზე კაცი გამეძახა არხვატის მთების,

ვინც არ დაიცვას საქართველო საკუთარ მკერდით,

ის მორთეთ სისხლში გაბანილი ამ ჩემი თმებით.

სთქვა და დაჰყარა ნაწნავები მშობლის წინ შვილმა,

მწარე ქვითინით ჩაეკონა შვილს ღვიძლი დედაც,

ფრთებს აფარებდა სისხლიანი სიკვდილის ყინვაც,

ცხენის ტახტაზე სულთმობრძავი ლელაის ცხედარს.

მთაში გმირ ასულს დასტიროდა შმაგი არაგვი,

თითქოს ქუდზე კაცს ეძახოდა ისიც ღმუილით,

ბარში სისხლისგან იცლებოდა თბილის-ქალაქიც,

საქართველოსთვის თავდადებულ ქალის გულისთვის.

ქართველი ქალის და ვაჟკაცის ნიჭი და ხმალი

დღესაც ჩვენს მამულს ყოველ წუთში იცავს და უვლის,

იყო, იქნება მომავალშიც გმირ ხალხის ფარი,

ცეცხლში ნაწრთობი ორნახადი ქართული სული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ