მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1054 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვზივარ გორაკზე და დავცქერი ჩემ წინ ბახტრიონს,

მიმოყრილ ლოდებს, ვით მთვრალსა და მძინარ მაყრიონს,

თითქოს გასცქერის სევდით მოცულ ძველ კავკასიონს,

და კვლავ მოელის დროთა ახალ, ახალ დაფიონს...

ეჰ ბახტრიონო, რამდენი რამ გამოგიცდია,

მოსვენებისთვის ბრძოლით ნათენთს, ბევრჯერ გიცდია,

ბრძოლის მორევში და ქარ-ცეცხლში თავი გიცდია,

და საუკუნეთ ღვაწლიც ძველ გმირს დია გიცდია.

ბევრჯერ გსმენია ჩონგურის ხმა, ტკბილი ნაური,

უფრო მეტი კი - ბრძოლის ზათქი, აურზაური,

როცა მოადგა შენს გალავანს გაფრინდაული,

ცხენთა უკუღმა დაჭედილი, ტორთა ხმაურით.

და მაგონდება… როცა იყავ სიმაგრე ბურჯი,

მტრის ასაღებად შეუვალი, ჯიუტი, ურჩი,

როცა იმედით შემოგმზერდა მამაცი გურჯი,

მაგრამ ცხოვრების ქარტეხილს ვერც შენ გადურჩი.

მაგრამ რა… დარჩა ყველაფერი წელთა გადაღმა,

საუკუნეთა მწველი სუნთქვით ყველა გადახმა,

რა სთქვან ამ შენმა ნანგრევებმა ცეცხლით ნადაღმა,

ვუმზერ ალაზანს... სიოს მოაქვს ნელი, სადა ხმა.

დღეს თუმც მოგშორდა უცხოელთა გულაღრძნილობა,

მაგრამ სიძველეს და სიკვდილს აქვს შენზე ცილობა,

შვენიხარ გორაკს, ვით ვეტერანს ტლანქი ჭრილობა,

და თავს დაგბუის მოგონების, ფიქრთა ყრილობა.

შენში ხან მთვარე ნაზად ჩაშლის ვერცხლის დალალებს,

ან შემოდგომით კვნესით ვაებს ქარი, ვალალებს,

ჭმუნვით იგონებ წარსულ დროთა ზურმუხტს დ ა ლალებს,

გასრესილთ კვნესას, გამარჯვებულთ არიარალებს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ