მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1264 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

აღტაცებულ გულით ვიღებ 

გრძნობით სავსე მე საწყაულს,

სიყვარულით მოგილოცავ,

გამარჯვების დღესასწაულს.

სიმამაცით, სილამაზით

განთქმული ხარ და რჩეული,

სულ იბრძოდი არ ყოფილხარ

შენ მონობას დაჩვეული!

შენ გიცავდა გორგასალი...

დავით აღმაშენებელი,

ბევრი გმირი გოლიათი, -

ქართლის დამამშვენებელი.

მზის გვირგვინით შემოსილი,

მწვერვალივით დასანახი -

გადაჰყურებ მთელ ქვეყანას

თამარ-მეფის ტურფა სახით!

და შენს წარსულს, უდიადესს,

მიუძღვება წინ ლამპარით -

რვაასი წლის რუსთაველი, -

შენი ბრძენი წინაპარი!

შენთვის მლოცველ გურამიშვილს

გული ენთო სანთლად წინა,

მკერდზე აჩნდა პატარა კახს,

რაც ჭრილობა აგაცდინა!

მიაფრენდა ბარათაშვილს 

შავი ფიქრი და მერანი,

შენს კალთებში დაიბადა

გულფოლადი ამირანი! -

ვინც გასჭედა ელვა მკვეთრი

და მზის თვალთა გასახელად -

გაარღვია საუკუნე

და საქვეყნოდ გასახელა!

გრემი, ზარზმა და ვარძია,

და გელათი, და მარტვილი,

ტაბაწყური, ბაზალეთი

და თბილისის ზღვა ნამდვილი!

კლდიდან კლდეზე, მდინარეზე

ცისარტყელა გადებული,

და კაშკაშა ორდენივით,

მზე - ზაჰესი ანთებული!

უძლეველი, ურღვეველი,

უძველესი შენი ერი, -

თუმც იტანჯა და ეწამა

ცხოვრობს მარად ბედნიერი!

საქართველო, საყვარელო!

გაჰქრა შენი მწუხარება

და ბუნების ჰიმნს გიმღერის

მთების წყალთა მქუხარება!

აყვავებულ შენს კალთებზე 

ბავშვთა ჟივილ-ხივილია,

ცა ქათქათებს, - ქვეყნის სარკე,

ცაზე - შენი ღიმილია!

გაიხარე, გაიზარდე,

გაიშალე მხარ-მკლავები,

და შვილები გაგიმრავლდეს

უხვად როგორც ვარსკვლავები!

შევღაღადებს მშობლიურ ცას,

შენი ძე ვარ, შენი მკვიდრი,

ფიქრი დამყვა ოდითგანვე

შენი მთის და შენი მინდვრის!

იგი მუდამ შენთან არის,

შენს იქითა არსად წავა,

სულ გეტრფის და თავს გევლება

შენი ბედის დასაცავად!

მარად ცოცხლობს შენი ბედი,

თუნდ მცირეა და ზღვას არ ჰგავს,

ზღვას მდინარ მარად ერთვის

და სახესაც არა ჰკარგავს!

მხნედ გიცავდა შენ ილია,

მან ტყვიისგან აგიფარა,

სჭექდა ვაჟა და აკაკიმ

შენ იმედი დაგიბარა!

ღამეც შეკრთა... ვარსკვლავების

ჯაჭვს რომ სყვეტდა გმირთა-გმირი, -

სიხარულით შეგეცვალა

ამდენი ხნის გასაჭირი!

დაივიწყე, რაც ოდესმე

მტარვალებმა შენ გაწვალეს,

ჩვენი დედა-სამობლო ხარ,

გაიხარე, გენაცვალე!

მიწა ბევრჯერ გადაიწვა,

ბევრჯერ მწვანე გადაიცვა,

წყარო შენი ცხოვრებისა

არ დაშრა და არ დაიწვა!

როგორც ლექსი უტკბილესი,

უკვდავების წყაროს დენა,

არ დაშრება დედის გული

ჩვენი მკვიდრი დედა-ენა!

შევეზარდე შენს მწვერვალებს,

აზიდულებს მაღლა, ცამდი,

ბარად ჟღერდნენ ბულბულები,

მე - არწივის ხმას ვბაძავდი!

მებრძოლ ჯარისკაცებივით,

დარაზმული დათა-დასი, -

მე ლექსების ჯარი მახლავს,

განა ასი და ათასი?!

დე, ამ ქვეყნად არ ეცოცხლოს,

არც ემღეროს, ეღაღადოს,

თუ ოდესმე რომელიმეს

მამულისთვის ეღალატოს!

ხან ტკბილ ხმაზე ამღერებულს,

ხან კი რისხვად გადაქცეულს, -

დღესაც ვრაზმავ, მებრძოლ რაზმად,

მე ლექსების ათასეულს.

რომ იცავდეს შენს მიდამოს,

შრომის ბაღნარს თუ ხარაჩოს,

გვერდში უდგეს მშობლიურ ხალხს

და მშვიდობას უდარაჯოს!

ვერ შეგაკრთოს, რაგინდ მგლურად

გარეთ მტერი განგაშებდეს,

თავისუფალ ქვეყნებს შორის

მუდამ ასე კაშკაშებდე!

აღტაცებულ გულით ვიღებ

გრძნობით სავსე მე საწყაულს,

სიხარულით ვეგებები

შენს ბრწყინვალე დღესასწაულს!

დე, ხარობდეს კიდით-კიდე

შენი იმერ-ამიერი,

შენი გამარჯვების იყოს,

შენი მრავალჟამიერი!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ