მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 977 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

საქართველო იყიდება,

იყიდება, დიდო ნიკო ბატონო,

რაც ხმამაღლა გატირებდა:

ერი-ბერი, საჯიშე-საგვარტომო,

და არ ვიცი რას ვაპირებთ

რასა ვიქმნთ, ან რაღას ვიზამთ,

თუ ყველაფერს გავაბაზრებთ,

ყველაფერზე ხელს დავიბანთ.

იყიდება? რა გაკადრე!!

გაიყიდა, დიდო მამულიშვილო

ყველაფერი, ყველაფერი,

სითაც გინდა გაიხედო და ხელი გაიშვირო.

გაიყიდა უნდოდ, სანდოდ:

მონასტერი, სანახები, ჯეჯილი,

დავრჩით უღვინ-უხმიადოდ

ენაამოგლეჯილი.

გაიყიდა ყოვლად წმიდა,

უკურთხი და ნაკურთხი,

გაიწირა, როგორც კერპის ზვარაკი,

გაიყიდა: შავი ჩოხა-ახალუხი,

პერანგი და პერანგის ამხანაგი.

გიერთგულეთ და თავს ვიდეთ

შენი სიტყვა ყველა გასაგისია.

ნაღდი ნაღდად ხომ გავყიდეთ,

უფრო მეტი გავასაღეთ ნისიად.

ყველაფერი აღმა-დაღმა,

მიწა წყალი, კიდით კიდე,

რამაც გული დაგიღალა,

ყველაფერი გაგიყიდეთ!

გაგიყიდეთ რაც გაგვაჩნდა,

მზით ხილული,

ღამეული მთვარეული.

სათარეშო ლაწირაკთა

გახდა დედულ-მამული!

ვერ გვავნებდა მტერს რომ ვევნეთ,

რაც თავს ვუმტრეთ, რაც თავს ვავნეთ.

ყველაფერზე ხელი ჩვენვე,

ხელი ჩვენვე დავიბანეთ!

ვის შევჩივლოთ, ვინ მოვიხმოთ,

შენ რა გიჭირს - ჩვენ ვიკითხოთ,

დასაკარგი გქონდა ნიკო,

გასაყიდი გქონდა ნიკო!

პური, ღვინო, საწნახელი...

რაც გვწამდა და რაც არ გვწამდა, დახლზე დავდეთ!

შენი სევდა, - შენი ცრემლი სადარდელი,

სანატრელი გავიხადეთ.

მივაყიდეთ დღევანდელი,

გუშინდელი, ძველი ციხე ბებერი,

გავიხადეთ სანატრელი

შენი სევდა, შენი სადარდებელი.

შენ გაგაჩნდა დასაცავი, - დასამხარი

იყავ მცველი, მეციხოვნე და ამბოხი,

მეოხ იყავ გულდამწვარი,

მაგრამ გქონდა სამეოხი.

ჩვენ არ შეგვრჩა იმოდენი,

სასახლე რომ გავაქობოთ.

გავიძარცვეთ ყველაფერი,

რა გვაქვს, რაზედ ვიმეოხოთ!

ძლივს აქამდე მოვწალიკდით

„თავი ჭირსა არ დამრიდეთ“,

მონობიდან თავდახსნილი, -

მონასავით გავიყიდეთ!

პური უნდა ღვინოს ვაწოთ,

თმაგაშლილმა სააღაპედ ვისუფროთ,

სხვა რა გვივის, რა ვიღვაწოთ,

რისთვის ვიჭირისუფლოთ.

რასაც ვხნავდით... ასე იყო, ასე გვჭირდა,

რასაც ვთესდით, იმას ვმკიდით...

ყველაფერი, ყველაფერი გაიყიდა,

შენ დაგვრჩი და შენც გაგყიდით!

გვიბარებდი: -

„მოუარეთ საქართველოს!“

ყველამ ერთად, გაუგონარ - გამგონო!

ამნაირად ჩვენს მტერს ევლოს,

ჩვენ რომ ვუვლით, დიდო ნიკო ბატონო!

ვის შევჩივლო ვის მოვუხმო,

ვის შევტირო, ჭირი ვის მივუთვალო.

ისევ შენ თუ... შენ... შენ უნდა შემოგწუხრო,

დიდო ჭირისუფალო!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ