მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 12340 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დახედე, მიაყურადე,

გულმა სხვა რაღა ინატროს,

ფურცლებზე გაზაფხულია,

თუ შემოდგომა ბინადრობს.


იტყვი, ქაღალდზე კი არა,

ზღვაზე გაშლიან აფრებად,

ზოგი ისე დგას, გგონია,

ფრთებს სწურავს წამოსაფრენად.


ზოგი ჰგავს ცისკრის პირველ სხივს,

მიწას რომ მოსავს ფარჩებით,

ზოგი გორგასლის ისარს ჰგავს

ხოხბის გულმკერდში ჩარჩენილს.


ნამგალს ჰგავს,

გრდემლს ჰგავს,

გუთანს ჰგავს,

ბაღია,

მთაა,

მდელოა…

ჩვენი ქართული ანბანი

ეს მთელი საქართველოა.


არტყია გრემის კედლები,

თუ მოდინახეს ბურჯები,

შიგ წვანან არაგველები,

ხმალს და ფარს ჩაბღუჯულები.


შიგ დგანან მთაწმინდელები,

მამულის გულმხურვალებით

და აუნთიათ სანთლებად

თამარ დედოფლის თვალები.


შიგ დილის ნიავქარივით

ტატოს მერანი მოფრინავს,

შიგ ბრწყინავს, ვაჟამ რამდენიც

ყვავილი ააფოფინა,


შრიალებს, დიდმა ილიამ

რამდენი ნერგიც ახარა,

საუკუნეებს გასძახის

აკაკის დაფი, ნაღარა...


მაინც რა სიგრძე-განი აქვს

და ან რა უდგა სვეტებად,

რომ დიდი შოთა რუსთველის

შიგ უკვდავება ეტევა?


რომ აჰკინძავ და უეცრად

სულ სხვა სამოთხე იღება,

მკერდზე ასე ვინ დაგვახლის

ამ ჩანჩქერების სიმღერას?


ტანჯვის ალმური გვბუგავდა,

თუ სისხლი გვცემდა ყელამდის,

ვაშენეთ, როგორც ვარძია,

ავაგეთ, როგორც გელათი.


ცეცხლმა, ტრფობამ და ზღვის ღელვამ

იმდენი აწრთო, გაპირა,

ოცდაცამეტ მზედ შეიკრა

და ოცდაცამეტ აპრილად.


მთაწმინდამ ძუძუ აწოვა,

ნანას უმღერდა გომბორი,

საბნად კი სუნთქვა ეხურა

რძე მოწოლილი კოკორის.


გულს ვაწურავდით გვალვაში,

ცას რომ ნამი არ ყოფნიდა,

შიგ ჩავაწანით ფესვებში

მზემ რაც კი სხივი მოგვფინა.


კედლებს რომ უფრო მაგარი

ჰქონოდა ქვა და დუღაბი,

წვებოდა ერთი კი არა,

ათიათასი ზურაბი.


გავარვარებულ ამ მკერდში

დგას როგორც სვეტიცხოველი,

მის დამცირებას კი არა,

მის განდიდებას მოველი.


რაც მტკვრის ტალღებმა დაწერეს,

შეჰქკრა ალაზნის დინებამ,

თვალებს დავითხრი, თუ მისი

წაკითხვა მომეწყინება.


როგორც ალისფერ განთიადს

მთას გადმომდგარი ირემი,

ჩვენი ქართული ანბანით

მსოფლიოს ვეღიმილები.


ამქვეყნად, ვინც გიღალატოს,

სამშობლოს დღეო, ნათელო,

ოცდაცამეტმა გრიგალმა

ოცდაცამეტჯერ გათელოს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ