მთარგმნელი: ჯემალ ინჯია
მოხაზულობა ძველი ანბანის ქართულია და იმგვარად გვავსებს როგორც გარდასულ დროთა ამბავი და მოგონება უხსოვარ ჟამზე.
ჯილდოა გმირულ ხალხს რომ რგებია - ბავშვის თითების ანაბეჭდები ან ქართულივე ზვრის მტევნებია.
მისი ხელიდან გაშვება მიჭირს, აღმოვაჩინე ჩემს თავში უცბად ამ ასოების წაკითხვის ნიჭი.
ზოგი ჰგავს ჩიტის ფრთას მოფართქალეს კვალს თოვლისა და ფეხის შეხების და ხშირ წამწამებს რომ აქვთ მათ ქალებს.
დახედავ გზას და თვალნათლივ ატყობ, როგორ მოაფრენს, შორს, ცხრა მთას იქით ცხენი მხედარსა და იმის სატრფოს.
რა კოცონები ბნელთა გამპობი, სისხლის წვეთები იარებიდან, რასაც აჩენდა მტერი დამპყრობი.
უნდა შეიქმნას თუ მეკითხებით ამ ასოებით, ნოტებს რომ ჰგვანან, მელოდიები განა სიტყვები…
ანბანის შექმნა, დადგომა ფეხზე, მე მშურს ქართველი პოეტებისა ამ ასოებით რომ წერენ ლექსებს. |