მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9168 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სხვა ენიდან საჭიროების გარეშე შემოტანილ სიტყვას ბარბარიზმი ეწოდება.

საინტერესო (და სასურველი) იქნება თქვენი შენიშვნები და დამატებები...

 

ინგლისური ბარბარიზმები


 

ადაპტაცია - შეგუება; მორგება;

ავთენტური - ნამდვილი; სარწმუნო; უტყუარი;

აფდეითი (აბდეითი) - განახლება;

აპლიკანტი - კანდიდანტი; განმცხადებელი;

აპლიკაცია - განცხადება; განაცხადი;

აპლიკაცია (აპი) - პროგრამა;

აპროქსიმაცია - დაახლოება;

ამოპრინტერება - ბეჭდვა;

აროგანტული - ამპარტავანი; ქედმაღალი;

ასისტენტი - დახმარე; თანაშემწე

ასპირანტი - კანდიდატი; პრეტენდენტი;

აუთლაინი - მონახაზი;

აუთქამი - შედეგი;

ალარმირება - დაძაბვა; დაშინება;

აფილაცია - კავშირი; კუთვნილება;

აფილირებული - დაკავშირებული;

აფლოუდი - ატვირთვა;

ატიტუდი - მიდგომა;დამოკიდებულება;

აქტორი - მოქმედი პირი;

არტჰაუსი - ხელოვნების სახლი;

 

 

ბაიერი - შემსყიდველი; შესყიდვების მენეჯერი;

ბიოდატა - ბიოგრაფია;

ბენეფიტი - სარგებელი;

ბეიჯი - სამკერდე მოწმობა;

ბექგრაუნდი - ფონი; განათლება; წარმომავლობა;

ბოიფრენდი - შეყვარებული (ბიჭი / მამაკაცი);

ბორდი - მმართველობა;

ბორდერიზაცია - საზღვრის გავლება;

ბრეიქი - შესვენება;

ბუსტი (დაბუსტვა) - რეკლამის გაკეთება;

ბულინგი - დაჩაგვრა; დამუნათება;

ბრო - ძმაო;

 

 

გაიდალინი - მითითება; რეკომენდაცია; სახელმძღვანელო;

გაშეარება - გაზიარება;

გრუფი/გრუპი - ჯგუფი;

გესტჰაუსი - საოჯახო სასტუმრო;

 

 

დაედითება - რედაქტირება; ჩასწორება;

დაკლიკვა (დაკლიკება) - დაწკაპუნება;

დალაიქება - მოწონება;

დაკოპირება - ასლის გაკეთება;

დასპოილერება - შინაარსის წინასწარ თქმა;

დაფეისთება - ჩასმა;

დაფორვარდება - გადაგზავნა;

დაფოლოვება - გამოწერა;

დათაგვა - მონიშვნა;

დაშეარება/შეარი - გაზიარება;

დაქენსელება - გაუქმება;

დაპოსტვა - გამოქვეყნება (სტატუსის);

დასინვა - ნახვა და უპასუხოდ დატოვება;

დატროლვა - პროვოცირება; მოტყუება; გასულელება;

დაჰაიდება - გაქრობა;

დაჰაჰავება - ემოჯით დაცინვა;

დედლაინი - ბოლო ვადა;

დისლაიქი - დაწუნება;

დე ფაქტო - ფაქტობრივად / რეალურად;

 

ედიტორი - რედაქტორი;

ედიტორიალი - სარედაქციო სტატია;

ელიმინაცია - აღმოფხვრა;

ენდიუზერი - საბოლოო (მომხმარებელი);

ეგზისტენციალური - არსებითი;

ემპათია - თანაგრძნობა;

ემერჯენსი - გადაუდებელი;

ემოჯი - ემოციების გამოსახულება (მცირე ზომის);

ეთეჩმენტი - დანართი;

 

 

ვალიდაცია - დამტკიცება; დადასტურება;

ვალიდური - სარწმუნო. დასაბუთებული;

ვალიდურობა - ძალამოსილება;

ვერდიქტი - გადაწყვეტილება; განაჩენი;

ვიზაფრი - უვიზო

ვიზიტორი - სტუმარი; ტურისტი;

ვოლი - კედელი;

 

 

ივენთი - ღონისძიება;

ინსპირაცია - შთაგონება;

ინტერვენცია - ჩარევა;

იუზერი - მომხმარებელი;

იმპროვიზაცია - დაუგეგმავი; სახელდახელო; (შესრულება);

იმპლემენტაცია - განხორციელება;

ინსტრუქცია - დარიგება; რეკომენდაცია; სახელმძღვანელო;

 

 

 

კაზინო - სამორინე;

კვასი - ბურახი;

კლასტერი - ჯგუფი;

კრეატიული - შემოქმედებითი; მახვილგონივრული; მხატვრული;

კონსისტენცია - შემადგენლობა; შემცველობა;

კოაბიტაცია/კოჰაბიტაცია - თანაცხოვრება; თანაარსებობა;

კოლაბორაცია - ერთობლივი მუშაობა; თანამშრომლობა;

კონტრიბუცია - წვლილი;

კოოპერაცია - თანამშრომლობა;

კონტროვერსიული - საკამათო; სადაო;

 

 

ლაითი - მსუბუქი;

ლაიქი - მოწონება;

ლაივი - პირდაპირი; (ეთერი)

ლიდერი - ხელმძღვანელი; წინამძღოლი; მეთაური;

ლეტალური - სასიკვდილო;

ლოკაცია - ადგილმდებარეობა;

ლოკდაუნი - ჩაკეტვა;

ლოიალური - კეთილგანწყობილი;

ლუზერი - ხელმოცარული; უვარგისი;

 

 

მენეჯერი - მმართველი;

მეილი - ელ-ფოსტა;

მესიჯი - შეტყობინება;

 

 

 

ნარატივი - მსჯელობა; თხრობა; თვალსაზრისი; მოსაზრება;

ნიუსი - ახალი ამბავი;

ნეგატივი/ნეგატიური - უარყოფითი;

 

 

 

ობზერვაცია - დაკვირვება;

ოვერლაპი - გადაფარვა;

ოვერდრაფტი - მოკლევადიანი სესხი;

ოფერი - წინადადება; შეთავაზება;

ოფცია - ოფციონი

ოქეი (ოკეი) - კარგი.

ოვერტაიმი - ზეგანაკვეთური;

 

 

პამპერსი - ჰიგიენური საფენი;

პერფორმანსი - წარმოდგენა;

პრიორიტეტული - უპირატესი;

პოზიტივი/პოზიტიური - დადებითი;

პოზიცია - ადგილი; თანამდებობა;

პრანკი - ოხუნჯობა; ხულიგნობა;

 

 

რესეფშენი - მიმღები;

რიქვესთი - მოთხოვნა;

რიმეიქი - გადაკეთება; გადაკეთებული;

 

 

 

სეილი - ფასდაკლება;

სენსიტიური - ფაქიზი; მგრძნობიარე;

სელებრითი - ცნობილი (პოპულარული) ადამიანი;

სმაილი - ღიმილაკი;

სნექი - ხემსი;

სუპერვაიზერი - ზედამხედველი;

სტაფი - მომსახურე პერსონალი;

სტრიმი - მიმდინარე; მიმდინარეობა;

სფიჩი - სიტყვა; გამოსვლა;

სპამი - დაუკითხავად გაგზავნა;

სენტენცია - აზრი; გამონათქვამი;

სორი - ბოდიში;

სქილი - უნარი;

 

 

ტარგეტირებული - გამიზნული;

ტრენდი - მიმდინარეობა; მიმართულებ; ტენდენცია

 

 

თიმი - ჯგუფი; გუნდი;

თინეიჯერი - მოზარდი;

 

 

 

ფართი - ღონისძიება/წვეულება/მიღება;

ფეიკი - ყალბი;

ფეშენ ვიკი - მოდის კვირეული;

ფეიჯი - გვერდი;

ფავორიტი - რჩეული; საყვარელი;

ფაზლი - ასაწყობი თავსატეხი;

ფასვორდი - პაროლი;

ფასტ ფუდი - სწრაფი კვება;

ფასილიტატორი - წამყვანი/წარმმართველი/მრჩეველი/მოდერატორი

ფასილიტაცია - გაადვილება

ფიდბექი - უკუკავშირი

ფოლოვერი - გამოწერი; მიმდევარი;

ფრენდი - მეგობარი;

 

 

უნივერსი - სამყარო;

ურგენტული - სასწრაფო; გადაუდებელი

უიქენდი - შაბათ-კვირა;

 

 

ქასთინგი - შერჩევა

ქეისი - კერძო საქმე/საკითხი/პრეცედენტი

ქეისი - ტექნ. - ჩასადები (მობილური, სათვალე და სხვ.)

ქეში - ნაღდი;

ქვიზი - (წერითი) ტესტი (სკოლაში, კოლეჯში და ა.შ)

ქოვორქინგი - საერთო, საზიარო;

ქონექშენი - კავშირი;

 

 

შოპინგი - საყიდლებზე წასვლა;

შოურუმი - საგამოფენო/სადემონსტრაციო დარბაზი;

 

 

ჩაფეისთება - ჩასმა

ჩელენჯი - გამოწვევა;

 

 

ჰაბი - ცენტრი;

ჰაილაითი - მნიშვნელოვანი მომენტი;

ჰიპერლინკი - ჰიპერბმული;

 

 

რუსული ბარბარიზმები


 

აბგონი - გასწრება;

აბაროტი - ბრუნი;

აბალოჩკა - გარსი;

აბლეპიხა - ქაცვი;

აბივკა - გადასაკრავი; შემოსაკრავი

აბლიცოვკა - წინა პანელი;

აბგონი - გასწრება;

აბმოტკა - ხვია;

აბრატკა - უკუსადენი; უკურეაქცია

აბშივკა - გადასაკრავი პანელი;

ავჩალკა (ავჩარკა) - ნაგაზი;

აგრანიჩიტელი - შემზღუდველი;

ავტობანი - ჩქაროსნული მაგისტრალი;

ადიალა - გადასაფარებელი; საბანი;

ალადიკი - ოლადი;

აპალოვკა - ყალიბი;

აპორნი - საყრდენი;

ასკოლკა - ნამსხვრევი;

ატვიორტკა - სახრახნისი;

ატაპლენიე - გათბობა;

აფსაითი - თამაშგარე;

ახოტნიჩი - სამონადირეო;

აჯიმანია (აჟიმანია) - აზიდვა;

 

 

ბაგაჟნიკი - საბარგული;

ბაკი - ავზი;

ბალკონი - აივანი;

ბასეინი - აუზი;

ბარდაჩოკი - უჯრა;

ბანკა - ქილა;

ბაბინა - როჭი;

ბაკალი (ბოკალი) - კათხა;

ბენზოკალონკა - ბენზინგასამართი სადგური;

ბინტი - დოლბანდი;

ბოკალი - ორთომელი;

ბენზო კალონკა - ავტოგასამართი სადგური;

ბენზო ნასოსი - საწვავის ტუმბო;

ბლინი - მაჭკატი;

ბლიჟნი - ახლომაშუქი;

ბოლტი - ჭანჭიკი;

ბოქსი - კრივი;

ბულკი - ფუნთუშა;

ბუბლიკი - ბლითი;

ბუდილნიკი - მაღვიძარა;

ბურანი - თოვლმავალი;

ბუკვალური - პირდაპირი მნიშვნელობით; სიტყვა-სიტყვით;

ბუკეტი - თაიგული;

ბრასლეტი - სამაჯური;

ბრიტვა - სამართებელი;

ბრატ (ბრატცი) - ძმაო (ძმებო);


 

გაიკა - ქანჩი;

გარაჟი - ავტოფარეხი;

გაზი - ამაჩქარებელი;

გარჩიცა - მდოგვი;

გლაზოკი - საჭვრეტი;

გლუშიტელი - მაყუჩი;

გაზის პლიტა - გაზქურა;

გაშპაკვლა - შეფითხნა; ფითხნა;

გაკრასკვა - შეღებვა;

გალოვკა - თავი; თავაკი;

გარშოკი - ღამის ქოთანი;

გიფსოკარდონი - თაბაშირმუყაო;

გილზი - მასრა;

გოლკიპერი - მეკარე;

გაშკურკვა - გახეხვა;

გრეჩიხა - წიწიბურა;

 

 

 

დვორნიკი - საქარე მინის გამწმენდი;

დვორნიკი - მეეზოვე;

დვიჟენია - მოძრაობა;

დანგრატი - დომკრატი;

დალნი - შორსმაშუქი;

დაჩიკი - მაჩვენებელი; სენსორი; გადამწოდი;

დირკა - ნახვრეტი;

დუხოვკა - ჰაერღუმელი;

დუბლიონკა - მოთრიმლული ტყავის ქურქი

დრუჟბა - ბენზინის ხერხი;

დროჟი - საფუარი;

 

 

ექსპერიმენტი - ცდა;


 

ვანა - სააბაზანო;

ვალი - ლილვი;

ვაფშე (ვაბშე) - საერთოდ;

ვეზდეხოდი - ყველგანმავალი;

ვენოკი - ყვავილების გვირგვინი;

ვედრო - სათლი;

ვერტალიოტი - ვეტმფრენი;

ვეშოლკა - საკიდი (ტანსაცმლის); 

ვიზიტკა - სავიზიტო ბარათი;

ვიკლუჩატელი - გამომრთველი;

ვინტოვკა - შაშხანა;

ვიჩინა - ლორი; შაშხი;

ვზიატკა - ქრთამი;

ვიჟიმნოი - დამწოლი ქურო;

ვოზდუხამერი - ჰაერმზომი (აირმზომი);

ვკლადიში - შუასადები;

ვტულკა - მილისი;

ვსიო - მორჩა;

 

 

ზაბორი - ღობე/მესერი;

ზაპასკა - სათადარიგო (მაგ; საბურავი);

ზამეკანია - მოკლე ჩართვა;

ზასლონკა - სადა;

ზატო - სამაგიეროდ;

ზნაკი - ნიშანი;

ზადნი - უკუსვლა;

ზადნები - უკუსვლის მაშუქი ფარები;

ზავოდი/ზაოდი - ქარხანა;

ზალა - მისაღები/სასტუმრო ოთახი;

ზაგრუზკა - ატვირთვა;

ზაგარი - რუჯი;

ზაგატოვკა - ნამზადი;

ზაგლუშკა - სახშობი;

ზანავესკა - ფარდა;

ზაპრავკა - გამართვა; გაწყობა;

ზდაროვა - გამარჯობა; სალამი;

ზონტიკი - ქოლგა;

ზნაჩიტ - მაშასადამე;

 

 

იუბკა - ქვედაბოლო/ქვედატანი;

იასნა - ცხადია (თავისთავად);

იმბირი - კოჭა;

იტოგი/იტოგში - შედეგი/შედეგად;

იაშიკი - ყუთი;

იჟოგა - კუჭის წვა; გულძმარვა;

 

 

კაკ მინიმუმ - სულ მცირე;

კაშნი/კაშნე - ყელსახვევი;

კალოტკა/კალოდკა - ხუნდი;

კაპოტი - ხუფი, გარსაცმი;

კალონკა - (გათბობის) ქვაბი;

კარდანის ვალი - კარდანის ლილვი;

კარობკა - კოლოფი;

კრესტავინა - ჯვარედინი;

კოფევარკა - ყავის მადუღარა;

კრიშა/კრიშკა - სახურავი/თავსახური;

კალენვალი - მუხლა ლილვი;

კალპაჩოკი - საცობი;

კალოდკა - ხუნდი;

კრაოტი - საწოლი;

კანცოვკა - დასასრული;

კანეშნა - რა თქმა უნდა;

კაროჩე - მოკლედ;

კერასინკა - ნავთქურა;

კოფე - ყავა;

კოსტუმი - პიჯაკი

კვარტირა - ოთახი;

კირკა - წერაქვი;

კისლატა - მჟავა;

კუხნა - სამზარეულო;

კლაპანი - სარქველი;

კრილო - ფრთა;

კრანი - ამწე (ავტოკრანი- ავტოამწე);

კრანი - ონკანი;

კრიშა - სახურავი;

კანალი - არხი;

კალბასი - ძეხვი;

კარბურატორი - შიგაწვის ძრავა;

კოლიცო - რგოლი;

კლემა - ლარტყა;

კრილო - ფრთა;

კრუშკა - ტოლჩა;

კურტკა - ქურთუკი;

კუზაო - ძარა;

კლუჩი - ქანჩი;

კრედიტ კარტა - საკრედიტო ბარათი;

 

 

ლამპოჩკა - ნათურა;

ლაბავოი - საქარე მინა;

ლებიოდკა - ჯალამბარი;

ლუფტი - ფოლხვა;

ლიჟები - თხილამურები;

ლუსტრა - ჭაღი;

 

 

მალინა - ჟოლო;

მაიკა - მაისური;

მარაზილკა - საყინულე;

მახავიკი - მქნევარა;

მიგალკა - მაჭუტი; ციმციმა;

მალიარი - მღებავი;

მატოვი - მქრქალი;

მუფტა - ქურო;

მიგალკა - ციმციმა;

მატორი - ძრავა;

მარაზილკა - საყინულე;

მეშოკი - ტომარა;

მეხანიკი - მექანიკოსი;

 

 

ნასკი - წინდა;

ნასოსი - ტუმბო;

ნაკანეჩნიკი - შემაერთებელი ღერძის ბუნიკი;

 

 

ოგნეტუშიტელი - ცეცხლმაქრი;

ორგსტეკლო - ორგანული მინა;

 

 

პადვალი - სარდაფი;

პადზემკა - მიწისქვეშა გადასასვლელი;

პადოში - ლანჩა;

პადშებნიკი - საკისარი;

პავიდლო - ჯემი;

პადნოჟკა - სარმა; ფეხის დადება;

პადვესკა - საკიდარი; დაკიდების სისტემა;

პაკა - ნახვამდის; კარგად;

პახმელია - ნაბახუსევი;

პაჭკა - შეკვრა

პედალი - სატერფული;

პორშენი - დგუში;

პილნიკი - მტვერდამცავი;

პრისკი - შეფრქვევა;

პრიანიკი - თაფლაკვერი;

პერერივი - შესვენება;

პახმელია - ნაბახუსევი; ნასმურევი;

პლოსკოგუბცი - ბრტყელტუჩა;

პრაკლადკა - საფენი, სადები;

პადიეზდი - სადარბაზო;

პადსვეტკა - შენათება;

პროტივოტუმანნი - ნისლსაწინააღმდეგო;

პაკრიშკა - საბურავი;

პერაჟკი - ღვეზელი;

პეტრუშკა - ოხრახუში;

პრივეტ - გამარჯობა;

პლიტა - ქურა;

პლიტა - გადაბმულობის ფილა;

პრუჟინა - ზამბარა;

პლატოკი - ცხვირსახოცი;

პლანი - მწკრივი;

პლანკა - თამასა;

პლავკა - საბანაო ტრუსი;

პლოსკი - ბრტყელი;

პივა - ლუდი;

პირატული - მეკობრული;

პილასოსი - მტვერსასრუტი;

პოლი - იატაკი;

პოლის ჯოხი - იატაკის ჯოხი

პლოსკოგუბცი - ბრტყელტუჩა;

პრაგლატკა - საფენი;

პრიჩოსკა - ვარცხნილობა;

პროსტინა - ზეწარი;

პესოკი - ფხვნილი; სილა

პრიცეპკა - მისაბმელი;

პრავოდი - სადენი;

პროსტა - უბრალოდ;

პავაროტნიკი - მოხვევის შუქმაჩვენებელი;

პადუშკა - პნევმო ბალიში;

პადგალავნიკი - თავის სამაგრი;

პრობკა - საცობი;

პაიანიკი - სარჩილავი;

პრივიჩკა - ჩვევა;

პრარაბი - სამუშაოთა მწარმოებელი;

 

 

ჟიტკოსტი - სითხე;

ჟეშტიანშიკი - მეთუნუქე;

ჟოსტკი - ხისტი;

 

 

 

რაკოვინა - ნიჟარა;

რასპრედვალი - გამანაწილებელი ლილვი;

რასპირიტელი - მფრქვევანა;

რაზვადნოი კლუჩი - ქანჩქამანდი;

რაზდატკა - გამანაწილებელი;

რიჟა - წითური;

რიჩაგი - ბერკეტი;

რულავოი კალონკა - საჭის კბილანა სადგარი;

რეზულტატი - შედეგი;

რუჩნიკი - ხელის მუხრუჭი;

რაზვალი - ნახარი;

რაზვალნი ვტულკა - საილენტბლოკი; ნახარის მილისა;

როლიკი - გორგოლაჭი; რგოლი;

რიადი - რიგი;

რული - საჭე;

რემენი - ღვედი;

რაზვალი - ნახარი;

რეშოტკა - გისოსი;

რუჩკა - კალამი;

რუჩკა - სახელური.

 

 

სალნიკი - ჩობალი;

სალფეთქი - ხელსახოცი; ხელსაწმენდი;

სასისკი - სოსისი;

სასტავი - შემადგენლობა;

საჩკაობა - უსაქმურობა;

საპოჟნიკი - მეწაღე; ხარაზი;

სეტკა - ბადე;

სვეჩი - აალების სანთელი;

სვეტაფორი - შუქნიშანი;

სიმკარტა - სიმ ბარათი;

სოსკა - საწოვარა;

სტოლი - მაგიდა;

სტუპიცა - მორგვი;

სტაიანკა - ავტოსადგომი;

სვესი - განაკიდი;

სმეტანა - არაჟანი;

სტოპ - სდექ;

სტერჟენი - სტაბილიზაციის ძელის კავშირი;

სუტკა - დღე;

სოსკა - საწოვარა;

სიდენია - სავარძელი;

სკამეიკა - გრძელი სკამი;

სკეპტიკი - სკეპტიკოსი;

სუხოი - სტაბილიზაციის ძელი;

სუხარი - ორცხობილა;

სვარკა - შედუღება;

სპიჩკა - ასანთი;

სემიჩკა - მზესუმზირა;

სუპი - წვნიანი

საროჩკა - პერანგი;

სუმკა - ჩანთა;

სტოლბა - ბოძი (ძელი);

 

 

ტაჩკა - ურიკა;

ტაბურეტკა - ტაბურეტი;

ტაბლეტი/ტაბლეტკა - აბი;

ტავარი - საქონელი;

ტორმუზი - მუხრუჭი;

ტენისი - ჩოგბურთი;

ტუფლი - ფეხსაცმელი;

ტუმანიკები - ნისლსაწინააღმდეგო ფარები;

ტულკა - მილისი (მილისა);

ტუალეტი - საპირფარეშო;

ტრაილერი - ავტომატარებელი;

ტოკარი - ხარატი;

ტიაგა - შემაერთებელი ღერძი; საწევარი;

ტიაგაჩი - უნაგირა; საწევარი;

ტრენერი - მწვრთნელი;

ტრენიროვკა - ვარჯიში;

ტრამბოვკა - ტკეპნა;

ტრანსფარენტული - გამჭვირვალე;

ტრაილერი - ავტომატარებელი;

 

 

უბორკა - დალაგება; დასუფთავება;

უგოლნიკი - კუთხოვანი რკინა;

უგალოკი - კუთხის (ავეჯი);

უბორნია - საპირფარეშო;

უდლინიტელი - დამაგრძელებელი (ელექტროსადენი);

ურა - ვაშა;

უსილიტელი - გამაძლიერებელი;

უშანკა - ყურებიანი ქუდი;

უპლატნიტელი - მამჭიდროებელი;

 

 

 

ფერჩატკი - ხელთათმანი;

ფანერკა - ფანერა;

 

 

შატუნი - ბარბაცა;

შარავოი - ბურთულა სახსარი;

შპილკა - სარჭი;

შკურკა - ზუმფარა (სახეხი ქაღალდი);

შიტოკი - ძარ საფარი;

შოფერი - მძღოლი;

შპაკვლა - ფითხნა;

შტანგა - ძელი;

შტეფცელი - როზეტი;

 

 

ჩაინიკი - ჩაიდანი;

ჩისტიტელი - მინასაწმენდი;

ჩერდაკი - სხვენი;

ჩულქი - მაღალყელიანი წინდა;

 

 

ცეპლენია - გადაბმულობა;

ცეპი - ჯაჭვი;

ცელოფანი - პარკი;

ცინიკი - ცინიკოსი;

 

 

ხალასტოი - უქმი სვლა;

ხალაძელნიკი - მაცივარი;

ხარაშო - კარგი;

ხადავოი - სავალი მოწყობილობა;

ხადავშიკი - სავალი ნაწილების შემკეთებელი;

ხალადეცი - ლაბა; ლაბასხმული;

ხამუტი - ცალუღი;

 

 

ჟუვაჩკა - საღეჭი რეზინი;

ჟმოტი - ძუნწი

 

ფეჩი - ღუმელი

 

 

 

შლაგბაუმი - ხერგილი;

შტანგა - ძელი; ხარიხა;

შნუროკი - თასმა;

შპილკა - სარჭი;

შპიონი - ჯაშუში;

შკაფი - კარადა;

შუტკა - ხუმრობა;

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ