ზოგი გენიას ართმევს ბაირონს და ირონიით იხსენებს შოთას. ფიქრობს: ვარ მათი თანაბარიო და მუშტ მოღერით დადის და შფოთავს.
ის ქვეყანაზე სულს ვერ ათავსებს არის ამაყი და აქვს ყოველთვის ღრმა წარმოდგენა საკუთარ თავზე.
და სხვაგან აბამს ფიქრთა მავთულებს მოაქვს ამბავი - ფოსტიდან-ფოსტით, მოაქვს თბილისში და აქართულებს.
რაც კი ყვირილით აშენდა გუშინ, თითქმის ქართული ხაბარდა ფარავს გახსნი: მარხია სხვა ბაიყუში.
როს სინამდვილე ასე განსაზღვრეს: ქართულ ცხოვრებას აძრობენ ხალათს და ტანთ აცვამენ, სხვა ხალხის აზრებს.
თუ გსურთ რეკავდეს სიტყვა ქართული, სწერეთ ლექსები წელ გამართულად, სწერეთ ლექსები წელ გამართული!
და მოისურვეს ფეხით გათელონ: იმის წაქცევას ვერვინ გაბედავს, ის ურყევია ვით საქართველო.
და ვაფასებდეთ თითქოს პატრიოტს: არ გვინდა - ვინმეს ჯერ თავზე უწინ სხვისი ხსენება რომ ვაპატიოთ.
ქართულ სულისთვის ბედი ასეთი, რათ გავკიოდით თავისუფლებას თავისუფლებას რად ვაარსებდით.
ჩვენც ერთი მზის ქვეშ მსოფლიოს ვეძებთ და ხელოვნების საკუთარ დროშას ჩვენც, ჩვენც ავიტანთ მის სიმაღლეზე.
მშობლიურ ენას პატივი ეცით: თქვენი სახელი ხალხს მოედება, თუ მას დაანთებს ქართული ცეცხლი.
სანამდე ტოკავს თბილისის გული: ჩვენც მიგვაქანებს ელვის ხაზები თავისუფლების გვესმის გუგუნი.
სხვის ნაფიქრალში ნუღარ დამალავთ! საკუთარ სახეს ვინც კი დაიცავს, ის მსოფლიოში შევა თამამად! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |