მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 23938 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩემო ამზრდელო ენაო,

აჰყვავდი, იწყე ფრენაო,

გისურვებ, სხვათა ენები

შემოგნატროდნენ შენაო.


ენა ცხოვრების წყაროა, უკვდავი, დაუშრობელი,

ენა კოკორი ვარდია ხალხისთვის დაუჭკნობელი,

ენა წარსულის მოწმეა და მომავლისა მშობელი,

ენა სიბრძნეა აწმყოსი, ლამპარი გაუქრობელი.


ენა აქვს კაცობრიობას კედლად და საფუძველადა,

ენა სვეტია ერისა, მასზედ სდგას იგი მრთელადა,

ენა აზრს დაასაბუთებს და შეიქმს ხორციელადა,

ენაში გამოიხატვის ბუნების ძალა ვრცელადა.


ენაა ხალხის დიდების სალარო შესანახავი,

წარსულთა საუკუნეთა შენს წინა გამომსახავი;

ენა სიწმინდის კვერთხია, უზადო, დაუზრახავი,

ენაში მოინახების ყოველი მოსანახავი.


რა ბავშვი შობოს დედამა, ძუძუ აქვს საწოვებელი,

ერთად ძუძუსთან ენაა იმისი მსაზრდოებელი;

ენა თან დასდევს, მსახურობს ვითა ერთგული მხლებელი,

ენაა მისი საკვები და მისი მაცოცხლებელი.


ენაა მანათობელი გვირგვინი ხალხოსნობისა,

ენა სულია ცხოველი იმისი არსებობისა,

ენა ჯილდოა ღვთიური კაცობრივისა გრძნობისა,

ენა ერობის ხიდია და კავშირია ძმობისა.


ბავშვი ენაში გაიცნობს თავისა გარეშემოსა,

სულიერის და უსულოს საგანთ სახელს და გემოსა,

ვინც რომ ზამთარი გაძარცვა და გაზაფხული შემოსა,

მოქალაქობის, სამართლის კერძოსი, გინდ სათემოსა.


დედას რომ შვილი მოსტაცო, აღარ აჩვენო თვალითა,

მშობლურის გრძნობით ნაწლევნი დაეწვას ცეცხლის ალითა,

ვერ შეუმცირებ სატანჯველს ვერა ყინულის წყალითა,

მაგრამ მეორეს დაბადებს ბუნებრივისა ძალითა.


თუ ხალხს სამშობლო წაართვით, განსდევნეთ სხვაგან ბნელშია,

ხალხი კვლავ ხალხად დარჩება, არ დაინთქმება ხვრელშია;

ან შეიქმს ახალ სამშობლოს უდაბურს ტყე და ველშია,

ან დაიბრუნებს თავისას, მტერს გამოსტაცებს ხელშია.


რაცა აქვს ყველა წაართვით, ნუ შეეხებით ენასა,

და როცა ენას წაართმევთ, დაჰკარგავს ხედვა-სმენასა;

ვერ დაიბრუნებს წართმეულს, დაიწყებს კბილთა ღრჭენასა,

ბოლოს გაქრება, მოკვდება, მოსპობს სულისა ქშენასა.


არიან ზოგი ქალ-ვაჟნი ჩვენივე მიწის შვილები,

სასწავლებელში გავლილნი, სიყრმიდგან ნაცოდვილები,

აღარ მოგვანან ქართველებს, გგონიათ გამოცვლილები,

თავის ენაზედ საუბარს ირცხვიან დალოცვილები.


ენა გვაქვს წინაპართაგან, ვით განძი გადმონაცემი,

და როგორც სჯული, ენაა უმაღლეს პატივსაცემი,

ვინც ენას დაამახინჯებს, იქნება მისი დამცემი,

ის ჩაითვლება საეროდ, ვითა იუდა გამცემი.


რომელიც გასცვლის უცხოზედ მშობლიურს ანაბანასა,

ის თავის ძმასაც უმუხთლებს, გულში ჩაასობს დანასა,

ვინც დედა ენით არ უმღერს თავის სამშობლოს ნანასა,

ქების წილ ზიზღით ვიხსენებ ქართველსა ამისთანასა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ