მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12530 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თავსადღეგრძელო სიმაღლით შესვა,

ვინც სული შენით ამოინათა.

მოსჭიდებიხარ სიცოცხლეს ფესვად

ანბანო, ჩვენთა - ქართლოსიანთა.


სულში წკარუნობ ღამით თუ დილით,

ვით უკვდავების თეთრი მწკარედი

პირველად თქმული, პირველად ქმნილი

და ღვთაებრივი სისუფთავეთი.


შენი სიცოცხლე ზარივით ერთვის

გენებს, როგორაც ნამი დილისა.

ანბანო, სულო ქართულო, ღმერთის

კრიალოსანის თეთრო თილისმავ!


ყველაზე სუფთა გამოსხივებავ

ქართველი კაცის, მისი ბუნების,

ნათელ რწმენათა ნათელ იებად

ნაფერები და ნადუდუნები.


სამშობლოს ბედის, ქართული სულის

დამზევებავ და აღორძინებავ,

მზის მონათესო, ზეგარდმოსულო,

და უკვდავების ამომძივებავ.


შენა ხარ ჩვენი ხმლისა და ზვარის

და ყოვლის, რაიც იმედად გვედო -

შენა ხარ ჩვენი მთისა და ბარის,

მთლად საქართველოს სიცოცხლის კრედო.


მაღალი სიბრძნის ზიარჭურჭელი

გელათის, მცხეთის და იყალთოსი.

შენა ხარ ჩვენთა მარად უცვლელი

სულის დვრიტა და აზრის სამოსი.


დარბაზის, ტაძრის, ქვისა და აზრის,

მამის თუ დედის, ძმის თუ დობილის.

სიამაყის და სიცოცხლის ვაზი -

საუკუნეებს შემოჭდობილი.


დიდი სიბერე და სიჭარმაგე

ერის მზისა და მისი მეობის.

მარადისობის გენებს განაგებს,

ყველაზე დიდი მემკვიდრეობის.


ვენახისათვის როგორაც ფესვი, -

მთავარარსობა შენა ხარ ენის.

შენა ხარ ჩემი ხატი და ფრესკა,

ციური ფერი ხმისა და ბგერის.


შენა ხარ, როგორც ქართული გზები

მწვერვალისაკენ აღმა მავალი,

სპეტაკი სულის, ნათელი გზნების

წინაპარიც და შთამომავალიც.


ქართული წიგნის უძველესობა,

მისი ფესვები, სული და მდადე.

ლამაზი, როგორც ენამზეობა,

და მშვენიერი, როგორც სიცხადე.


ღვთისა და კაცის ხვედრი და წილი

იმედის ზეცა და მზრუნველობა.

ჭირგადახდილი ერის მეობა.


ქართული ენის სულო ანბანო,

დიდო მიზეზო ხმლის და ფიცისა,

დაე, მირონმა შენმა განბანოს,

ყოველი ღირსი ამა მიწისა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ