მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5760 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

. ამბავს ავწერ ადრინდელსა, 

აღმკულების აღმკობასა, 

. ბულბულ ბევრად ბუდობასა, 

ბედისაგან ბირებასა, 

. გულთ ძგერასა გიშრისაგან, 

გლონისაგან გოდებასა; 

. დროიანათ დაწერასა 

დიდსა დავწერ დიდობასა! 

. ეთერივით ელით ენთებს, 

ეკეთების, ეტურფების, 

. ვისა ვარდსა ვესუროდი, 

ვნახე ვაშად ვასურვებდის; 

. ზურმუხტითა ზარქაშთაგან 

ზრზოლებითა ზრზიალებდის, 

. ჱერობითა ესრეთ ერთობს, 

ჱ, სამოთხეს ედარების! 

. თვალობა და თმა-თხზულობა 

თამაშობდის თავად თებთა, 

. ირმისაებრ იწყურობა, 

ისტურობა ინდოელთა; 

. კეთილობით კეკელაობს, 

კაეშანს კრავს კარგ კოროლთა; 

. ლალებრივი ლოყა ლოშნით 

ლერწამ ლალსთა ლალობათა. 

. მუდამ მსურის მეფესთანა 

მყოფობა და მდგომრეობა, 

. ნორჩისაგან ნებობაი, 

ნარნარითა ნარეობა, 

. ორთ ოქსიონთ ორხოობა, 

ოროლითა ონარობა, 

. პირისაგან პრწყინვალობა, 

პალატთაგან პურეობა. 

. ჟამებისგან ჟრჟინოობა, 

ჟრელობასა ჟრიალობდის, 

. რუსთველთაგან რიგიანად, 

რაბამაბად რონინობდის; 

. სუმბულთაგან სირინოზი 

სარდიონად სრიალობდის, 

. ტრფიალობა ტანადისა, 

ტურფობითა ტარტარობდის! 

. უტრფიალესსა უფროსსა 

უმეტეს უქებ ულვაშსა, 

. ფერთა ფაქიზთა ფლობასა, 

ფერთა ფაიფორ ფრობასა, 

. ქალთაგან ქედის ქებასა, 

ქურციკთან ქამანდობასა, 

. ღაწვთა ღებილთა ღელვასა, 

ღალიას ღადღადებასა. 

. ყირმიზ ყელსა ყველაყასა 

ყანდობს ყუში ყველაკაი; 

. შუბლთა შუქი შემოადგა, 

შაბაშ შვენის შუბობაი; 

. ჩინი ჩინთა ჩენილთაგან, 

ჩენილ არის ჩუქობაი, 

. ცითა ცრობა, ციაგობა, 

ცხადი ცრობა, ცირობაი. 

. ძვირ-ძირობა ძღვენებისა 

ძნელად, ძნიად ძიანობდის; 

. წერწეტობა წენებისა 

წალკოტს წინა წარმორბოდის. 

. ჭეშმარიტი ჭაბუკობა, 

ჭვრტიალითა ჭვირაობდის, 

. ხორხით ხვნეშა - ხათრობითა 

ხანობითა ხარხარობდის. 

. ჴელნი ჴრმობენ ხარებასა, 

ჴოჴითაცა ჴარებასა, 

. ჯიმშით ჯინობას ჯერობას, 

ჯერნისაებრ ჯარობასა, 

. ჰაერთაგან ჰალნობასა, 

ჰეროვნობით აღმსთობასა, 

. ჵორბებთაგან ჵორობასა, 

ჵომერისგანა ჵორობასა!

 

ლექსები დედა ენაზე  • • •  პოეზია - ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი)  • • •   ბესარიონ გაბაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ