მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2396 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ცხრა მთას იქით,

ცხრა ზღვის გაღმა

ცხრათავიან დევებს

ცხრა ნაძვის ხე მოუკაზმავთ,

წვერით ცასა ხევენ.

ცხრა კოცონზე ცხრა-ცხრა მწვადი

შიშხინებს და იწვის,

ცხრა ცა შუქით აუვსია

ცხრა ნაძვის ხის ციმციმს.

ცხრა დარბაზში ტკბილეულის

გორებს ვეღარ ტევენ, 

- ხო-ხო-ხო-ხო,

ხა-ხა-ხა-ხა, -

ხორხოცი აქვთ დევებს.

ცხრა მუხაზე, დიდ მუხაზე

ჩხავის ცხრა-ცხრა ყვავი,

დასაკლავი ცხრა ირემი

საწყალობლად ბღავის.

გადასიპულ უღრან ტყეში

დადის ბაკიბუკით, 

დადის, ტირის, ეძებს დედას

ცხრა ობოლი ნუკრი.

- უუ, - ღმუის ტყეში მგელი,

სადღაც ტურაც კივის,

ტყე ბუბუნებს,

ტყე გუგუნებს,

საშიში და ცივი!

- ხო-ხო-ხო-ხო,

ხა-ხა-ხა-ხა, -

ხორხოცებენ დევები,

უჰ, რამხელა მუცლები აქვთ -

ტონიანი ქვევრები.

საცრისხელა თვალებიდან

ცეცხლს და ელვას კვესავენ

და ირმების დასაკლავად

ცხრა დიდ ხანჯალს ლესავენ!

იცრემლება ცხრა ირემი,

ეჰ, ნუკრებო, სადა ხართ?

უკვე აღარ ეღირსებათ

დედებს თქვენი დანახვა!

ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა,

ცაზე მოჰქრის ვერტმფრენი,

მოგუგუნებს, მობრიალებს,

როგორც ვერტმფრენს შეჰფერის.

კაბინაში ვაჟკაცურად

კოხტა ბიჭი კახა ზის,

გამოცდილი ტექნიკოსი,

ყოჩაღი და მალხაზი...

- ჩუმად, ჩუმად!

ეს რა ხმაა?

ეს ვინ ტირის, ვინ ქვითინებს?

კახა ბიჭი რადიოთი

უსმენს საწყალ ბედშავ ირმებს:

უკრიალებს თეთრ რაკეტას

ფრთები ვერცხლის სირმებით, -

ცას იმედით 

შებღავიან ირმები...

გუგუნი რომ შემოესმათ,

ცას ახედეს დევებმა,

მკერდამდე სცემთ ღოჯები და,

რქები ადგათ ვეება.

ბაყბაყ დევებს ვერტმფრენიდან

წარბშეკრული, მკაცრი ტონით

კოხტა ბიჭი კახაბერი

გადმოსძახის მიკროფონით:

- ეჰე, ჰეი, სქელუებო,

თუ სიცოცხლე კიდევ გინდათ,

ირმები რომ მოიტაცეთ,

წუხელ ჩვენი დიდი ტყიდან,

შინ გაუშვით, ჩქარა, თორემ

სულ მიწასთან გაგასწორებთ!

- ოხო-ხო-ხო,

ხა-ხა-ხა-ხა, -

ახორხოცდნენ დევნი ისევ,

ტყემ ზანზარი დაიწყო და,

დიდმა მთებმა ბანი მისცეს.

ერთი დევი ეკითხება:

- როგორ ახველ, ბიჭო, მანდო?

- დიდი ცეცხლი ავანთე და

მისმა ალმა გამომაგდო.

როდი ჰგავდნენ ეს დევები

სხვა ზღაპრების სულელ დევებს,

კახას მუშტი მოუღერეს,

შენ გგონია დაგიჯერებთ? -

კახამ კიბე ჩამოუშვა, 

- ამოჰყევით აგერ კიბეს! -

იმ კიბესთან კი დევებმა,

სულ ძუნძულით მიირბინეს.

რა იცოდნენ, ჩვენი კახა

რა ჭკვიანი ბიჭიც გახლავთ.

მათ იმედი ჰქონდათ ღონის,

არც სმენოდათ ელექტრონი.

მისცვივდნენ და ის-ის იყო

ყველამ ერთად სტაცა ხელი,

აფართხალდნენ, აკანკალდნენ,

დღე დაადგათ საშინელი.

- ოხ-ოხ-ოხ-ოხ,

ეხ-ეხ-ეხ-ეხ, 

- აფხარკალებს ყველა ფეხებს.

- ჰი-ჰი-ჰი-ჰი -

ჰა-ჰა-ჰა-ჰა, -

მუცელს ხელით იჭერს კახა.

მერე დევებს გადმოსძახა:

- აბა, ახლა რას აპირებთ,

არ გაუშვებთ მაგ ფურ-ირმებს?

- ნუ ღრიალებთ, არ მოკვდებით,

ნუ ფართხალებთ, არა გიშავთ...

და კიბიდან კახა ბიჭმა

ელექტრონი გამოთიშა.

- ბახ-ბუხ,

ბახ-ბუხ,

ხა-ხა,

ხა-ხა, -

ყველა დაბლა დაენარცხა.

კვნესის, ხვნეშის ცხრა ძმა დევი,

ტირის, ცრემლებს აღვარღვარებს,

კი, გავუშვებთ, კი გავუშვებთ,

ოღონდ ახლა შეგვიბრალე.

შუა ტყეში ნაძვი მორთეს,

კურდღელმა და ციყვუნებმა,

ნაძვის ხეა იმისთანა, -

რა სჯობია მის ყურებას!

ნაძვის ირგვლივ მხეცუნების

ფერხული და კისკისია,

კახა ყველას ასაჩუქრებს:

ეს ციყვს, კურდღელს ის ზიზია!

ნუკრებს - ჭრელი ფაჩუჩები,

ცხადია თუ სიზმარია,

ფურ-ირმები?! 

ფურ-ირმებიც

იქ არიან!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ