შენს სადღეგრძელოს, ახალო წელო, ვსვამ მამაჩემის შევერცხლილ კულით. მადლად მიიღე ეს სადღეგრძელო - ამონათქვამი ანკარა გულით. ყლორტები გექცეს მებრძოლ ბიჭებად. იარო - დევის ნამუხლარს ჰგავდეს შენი ყოველი გადაბიჯება. იდიდებოდე დიდის დიდობით. იყავ მდიდარი, ვით „გამარჯობა!“ ღარიბი - როგორც სიტყვა „მშვიდობით!“ გიტევს! თამამად! იყავი ფრთხილი! კენჭებს ესვრიან ხშირად იმ ხეხილს, რომელსაც ბლომად ასხია ხილი. აგევსოს დღენი, ახალო წელო, რომ ქვეყნის დუშმანს, ბნელს, უღიმღამოს, ეს გამარჯვებაც დაუსახელო. შენს სადღეგრძელოს ყოველ წელს ვსვამდე, ერთად ვიაროთ, - ჩამკიდე ხელი, - გამარჯვებიდან გამარჯვებამდე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |