|
თოვლის ბაბუ გაიბუტა, მომბეზრდაო ზამთარი! ბუზღუნებს და მგონი თოვლის ბებოზეა გამწყრალი.
საჩუქრების ტარებით, საახალწლო წერილების კითხვით მტკივა თვალები!
ზღვაზე მინდა გარუჯვა. ვნატრობ, ვკრიფო ყვავილები, ვჭამო მწიფე ალუჩა.
მინდა მეცვას შორტები. ვიწუწაო ან წვიმაში ვისეირნო ბოტებით“.
გამოსავალს დაეძებს: გაგონილა ახალწლობა თოვლის ბაბუს გარეშე?!
ვერ გაუძლო ბაბუამ. უთხრა: კარგი, დავამატებ თოვლს შაქარს და საფუარს.
არის დანაშაული! გაგიწყობო სუფრას წამში თოვლის ცხარე შაურმით.
მოუხვია ხინკალიც. ყინულისგან გოზინაყიც გაუკეთა იმ ღამით.
„იფ, რა გემრიელია! გავახაროთ პატარები ხვალ ახალი წელია!“
თეთრწვერას და მხიარულს მღერის: „რა სჯობს ირმებიან მარხილებით სიარულს!“
„ვიზეიმებთ ახალ წელს! სულ იქნება ისევ ისე, როგორც იყო აქამდე!“ |
| პოეზიის გვერდი • • • |
















