|
თოვლს გვახარებენ აღწეული ცამდე ქედები. (ვერ იქათქათებ თუ არა ხარ თურმე მაღალი) გასაკეთებლად წინა წლებში გაუკეთებლის! - ვით არაერთხელ, - წელი დადგა წელსაც ახალი.
წრიალებს რწმენა, - მარადმწვანე, როგორც კედარი. მიზნის ფეხებთან წინაპართა ჰყრია ფარ-ხმალი. შესამოწმებლად წინა წლებში განაკეთარის! - ვით არაერთხელ, - წელი დადგა წელსაც ახალი.
აღმოფხვრილიყოს ბევრი რამე, - ჯერ კიდევ მყოფი. რაც ჯერ არ არის, - ბევრი რამე, - გვეხილოს მათგან. არ დაგვეზოგოს იმისათვის სისხლი და ოფლი! - წელი ახალი, ერთი სიტყვით, რისთვისაც დადგა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















