|
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ახალწელი დამდგარიყო, ყველა მწარე საფიქრალი სულ თაფლივით დამტკბარიყო!..
ყველას გული გამთბარიყო, შური, ღვარძლი, ბოროტება სამუდამოდ გამქრალიყო.
სურვილები ამხდარიყო მჭლეს ფერ-ხორცი მისცემოდა, მსუქანი კი გამხდარიყო!..
ქვეყნად არსად აღარ იყო!.. გულბოროტი, გაიძვერა კაი გზაზე დამდგარიყო!..
სიხარულით აღარ იყო, - გვილოცავდა ჭერს და ფუძეს, შაქარივით დამტკბარიყო!..
ცოტა კიდეც დამთვრალიყო, შეცივნული გასათბობად ბუხრის პირას დამჯდარიყო!..
საცოდავი დამდნარიყო!.. ზღაპარ იყო!.. ზღაპარ იყო!.. |
















