ახალ წელიწადს გილოცავთ მთლად ივერიის ერსაო: ქართლელს, იმერელს, კახელსა, მეგრელს და გურულებსაო; ფშავებს და ხევსურებსაო, საერთოდ ყველა ქართველებს, ჭირში და ლხინში ძმებსაო! და-ძმურად კეთილ გზებსაო; სწავლაში, ხელოვნებაში, რომ არ ჩამორჩეთ სხვებსაო. სწავლობდეთ ყველაფერსაო; მოყვარეს ძმურად დაუხვდეთ, პასუხი გასცეთ მტერსაო; ძმურად აწვდიდეთ ხელსაო, მეც თქვენთვის შევევედრები მაცხოვარს, ტანჯულთ მხსნელსაო: თქვენს მინდორს მთა და ველსაო. დიდი ბარაქა მიეცეს ნამუშევარსა თქვენსაო. ის მოგაყენოთ კარსაო. მხიარულათა უჭვრეტდეთ მაღლა ციაგა ცასაო. არ გადუხვიოთ მასაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ დავითაშვილის პოეზია |