ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ, იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც, შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...
გადმოსავლელი ზღვა და მთებია, ისე შეიკრეს სუნთქვა ბოსლებმაც, თითქოს სასწაულს ელოდებიან...
ლოდინისაგან გზაც კი მოკლდება, არ შეგეშინდეთ, დღეს ყველა დედას, მუცელში ჩვილი გაუტოკდება...
იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც, შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |