მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3121 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

წამოვიდა შხაპუნა

წვიმა, ციცქნა შხეფებით

და ფოთლების სახურავს

შეეფარნენ პეპლები.

ზეცა გახდა რუხი,

გაუხარდათ ყანებს,

წიწილები კრუხის

ფრთებქვეშ შეიმალნენ.

დრო დაუდგათ ლხენის

იხვებსა და ბატებს,

ყვავი მოწყენილი

მთისკენ მიფარფატებს.

სველ ფოთლების ტაში

ცის კალთამდე ადის,

ჩვენს გაწუწულ ბაღში

გაიფურჩქნა ვარდი.

ქედებს შავი ღრუბლების

დაუხურავთ ფაფახი,

შხეფებდანასხურები

გაიშალა ზამბახი.

სკვინჩას წვიმა მობეზრდა,

მზიან ამინდს ელის,

ყოჩივარდამ ღობესთან

მოიღერა ყელი.

სოროებში ფხაჭუნით

ჩაიმალნენ თაგვები...

სოკოებმა ამოყვეს

მოტვლეპილი თავები.

წვიმა მოდის ულევად,

ცაში გაშლილ ფრთებით...

მთაში ნაკადულებმა

დაიბოხეს ხმები.

წითელ მარგალიტებად

ველს მოედვნენ მარწყვები...

ქვეყნად ყველას სჭირდება

წვიმის წვრილი ბაწრები.

გამობრწყინდა მერე მზე,

აიკეცა კალთები,

დაგვიტოვა ველებზე

ყვავილების ბაბთები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ