მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1688 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვიშ, გაზაფხული

მოდის მორთული,

მოდის და მოაქვს

ცით სიხარული.

ამწვანდა მთები,

ტყე და მინდვრები,

ათასფრად ჰყვავის

ბაღი და ზვრები.

განახლებული,

გაცოცხლებული

ჰლხინობს და სტკბება

ყველა სულდგმული.

ბეღურა იქ ჰმღერს,

ბულბული აქ სტვენს,

თვის მიჯნურ ვარდსა

დაჰკვნესს და დაჰკვნესს.

აგერ პეპელა

ფრთააკრეფილი

ყვავილს სწოწნს ნელა,

და თრთის ყვავილი.

იქავ კურკურით,

ჩუმის ჩურჩულით,

წყარო ჩამორბის

ლხენით, ჩუხჩუხით.

რა-რიგად ჰგიჟობს

ბრწყინვალე წყარო,

მიცურს და ჰხარობს:

„ყინვით არ ვარო“.

ზამთრითა შეკრულს,

წყალს დამონებულს

ყინვა ადნება,

მონებაც სწყდება.

მიდის, აძლევს ბანს

ქვეყნის გალობას

და მით მადლს უხდის

თავისუფლობას.

ყველა ჰყვავდება,

ყველა ახლდება,

რა ჰხედავს ტკბილ დღეს, -

გამოცოცხლდება, -

და მარტო გული,

ერთხელ მოკლული,

არც აყვავდება,

არც გაცოცხლდება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ