მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ლაჟვარდ ციდან დღის მნათობი
სიყვარულით გადმოგვყურებს,
ჩაგრულთ გულთა სამკურნალოდ,
უკვდავების ნამს აპკურებს.
ჭაღარა მთებს ჰკოცნის სხივი,
ყვავილთ სხივი ეკონება
და ბუნების ლურჯ სივრცეზე
უკვდავების შუქად დნება.
ლალ-ზურმუხტი მობიბინე,
თვალწარმტაცი მთა და ველი,
ჩურჩულებენ საამურად,
ვით სატრფონი საყვარელი...
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet