მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
დაჩოქილიყო მიწაზე ნისლი,
უხმოდ ელოდა მიმწუხრის მირქმას.
ქართლს პეშვში ესხა საღამო თბილი,
და ცრემლებს წმენდდა ღაწვებზე მირკანს.
მხრებით მომქონდა ფერადი ბინდი,
ბინდი - ჩემივე სიზმრების ექო,
გზად, ზეზეულად მძინარე ხეებს
ყოჩივარდების ფლასები ეგოთ.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet