მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 841 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,

ციდან მანანის დენასა,

ბუნების გამოღვიძებას,

ფრინველთ საამო სტვენასა,


გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,

დღეს ისევ ვიდგამ ენასა.

ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა

პირად ჭირს, კერძო წყენასა?!


მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა

ან გულზე ჟანგი მდებოდა...

გული აძგერდა სხვარიგად:

ვნახე, ზამთარი კვდებოდა.


მტარვალად გამომცქირალი

მთებზე ყინული დნებოდა

და, ჰა, სულ-გულის სიცოცხლე

სამარიდანა დგებოდა!


აყეფებულან ხევები,

ცეცხლს აკვესებენ პირითა,

ვის მუქარაზე მიდიან,

ვის აკვნესებენ ჭირითა?


იქნება მაყრები იყვნენ,

მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?

კართანას უცდის არაგვი,

ვეფხვი ალმასის კბილითა:


"მოვიდეს, ვინას ვაჟია!“

ადრტვინებულა ჟინითა.

უროს სცემს სალსა კლდეებსა,

გაუმაძღრებსა ძილითა.


ამდგარა ამირანიცა,

კლდეში დაბმული ჯაჭვითა.

დაუბღუჯია ხმლის ვადა

მოუღალავის მაჯითა,


კვლავ სთელავს დედამიწასა

თვალგაუწვდენის ლაჯითა,

სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის

გმირი აწამა ბაჟითა.


საცა გავხედნებ, ყველგანა

ზღვა მოვარდნილა მწვანისა,

გულისა გამგულებელი,

დამათრობელი თვალისა.


დღეს სამოთხეში ვნეტარობ,

დარდი არა მაქვს ხვალისა.

იამაც მომცა სალამი,

დამ კვლავ ძმა იცნო თავისა,


გვერდს უდგა დიაკონაი,

როგორ ამაყად ჰყვავისა!..

მონა ვარ, მონა ბუნების,

ღონე არა მაქვს დავისა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ